ჩავი: ლიოვი ბარსას გამოაგდებოდა

Home აქეთურ-იქითური ჩავი: ლიოვი ბარსას გამოაგდებოდა
ჩავი: ლიოვი ბარსას გამოაგდებოდა

„ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების 41 წლის ლეგენდამ, ჩავიმ, ინტერვიუ მისცა გერმანულ Süddeutsche Zeitung-ს, სადაც გერმანიის ნაკრების 61 წლის თავკაცზე, იოაჰიმ ლიოვზე თქვა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია, რომელიც „ბარსელონასაც” ჩინებულად მოერგებოდა.

„ლიოვი ელიტური მწვრთნელია. მას უყვარს სანახაობრივი, შემტევი ფეხბურთი და ამ სტილით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან გერმანიაში განსხვავებული ფეხბურთის განვითარებას შეუწყო ხელი. მისი ფილოსოფია მაგონებს იმას, რასაც თავად „ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრებში დავეჩვიე. საფეხბურთო შეხედულებებისა და პიროვნული თვისებების გამო, ვფიქრობ ის „ბარსელონასაც” ჩინებულად მოერგებოდა.

ლიოვი სავსებით მართალია, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრებიდან წასვლას რომ აპირებს. 15 წელი ერთ გუნდში, ძალიან დიდი დროა, მითუფრო, რომ დიდ შედეგებს მიაღწია. ამდენი ხნის განმავლობაში, ერთსა და იმავე ადგილზე, ადამიანი აუცილებლად გამოიფიტები”.

ჩავი ერნანდესი 2019 წლიდან ყატარის კლუბ „ალ საადს” წვრთნის.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.