უეფამ ახალი ბურთი წარადგინა, რომელიც სპეციალურად ჩემპიონთა ლიგისთვის დამზადდა. „ადიდასის“ ამ ბურთს პირველად მერვედფინალის მონაწილეები ხვალ გააგორებენ.
„ახალი ბურთი სპეციალურად ჩემპიონთა ლიგისთვის „Starball“-ის 20-წლიანი საკულტო დიზაინით გაკეთდა. დებიუტი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებში შედგება“, – ნათქვამია უეფას განცხდებაში.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალრები ხვალიდან იწყება. პირველად ბურთს „ლაიფციგი“-„ლივერპულისა“ და „ბარსელონა“-„პარი სენ ჟერმენის“ წყვილში დააჭაშნიკებენ. შემდეგ საქმეში ჩაერთვებიან: „სევილია“-„დორტმუნდი“, „პორტუ“-„იუვენტუსი“, „ატლეტიკო“-„ჩელსი“, „ლაციო“-„ბაიერნი“, „ატალანტა“-„რეალი“, „გლადბახი“-„სიტი“.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
