დიდი შანსია, „პარი სენ ჟერმენის” ახალი თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს პირველი შენაძენი მისი თანამემამულე, არგენტინელი ვარსკვლავი იყოს; ოღონდ, ამჯერად ლეო მესიზე არ არის ლაპარაკი. საქმე ეხება მესის მეგობარს, „მანჩესტერ სიტის” 32 წლის ფორვარდ სერხიო „კუნ” აგუეროს.
ეს ამბავი ფეხბურთელის ფრანგმა აგენტმა ბრუნო სატინიმ თქვა. ის ტელეკომპანია Canal + -ის ღამის საფეხბურთო შოუში იყო სტუმრად.
„მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის ვადა აგუეროს მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. არგენტინელი პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, რომელსაც ბოლო თვეებში ტრავმები შემოეჩვია და პეპ გვარდიოლა სამარქაფოდღა იყენებს.
აგუეროს შეძენით პოჩეტინო მხოლოდ ჩინებულ თავდამსხმელს კი არ დაიმატებს, არამედ მესის მისატყუებლად ხელსაყრელ გარემოს მოაწყობს.
ამბობენ, რომ „მანჩესტერ სიტისგან” არგენტინელის შეძენით „იუვენტუსიც” არის დაინტერესებული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები29/07/2026 | 11:17როგორ უნდა გაყიდოს ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატი?
მთავარი ამბავი29/07/2026 | 07:37რას აპირებს ზიზუ?
აქეთურ-იქითური28/07/2026 | 07:35163 მილიონი ბარკოლასთვის
მთავარი ამბავი28/07/2026 | 07:10ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
