
ასეც ხდება – „ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა. გასაკვირი ის არის, რომ სლავენ ბილიჩი „მანჩესტერ სიტისთან“ სტუმრად ფრედ (1:1) ნათამაშები მატჩის შემდეგ დაითხოვეს.
ხორვატ სპეციალისტთან ერთად გუნდი დატოვა მისმა სამმა თანაშემწემ. აღსანიშნავია, რომ კლუბის განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში არანაირი განცხადება არ გაკეთდება.
„მადლობას ვუხდით სლავენსა და მის სამწვრთნელო შტაბს მათი გაწეული მუშაობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში“, – ნათვამია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ვესტ ბრომვიჩი“ ინგლისის პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და სულ შვიდი ქულა აქვს.
ბილიჩმა გუნდი 2019 წელს ჩაიბარა და გუნდი პრემიერშიფიდან პრემიერლიგაში დააბრუნა, მაგრამ, ხელმძღვანელობას წლევანდელი შედეგები, ცხადია, არ მოსწონს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია