შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰოკან შესტრანდი და ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იან ანდერსონი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან შესახვედრად მილანში საგანგებოდ ჩაფრინდნენ. შეხვედრის ინიციატორი ანდერსონი გახლდათ, სალაპარაკო თემა კი ფეხბურთელის შვედეთის ნაკრებში დაბრუნება.
„ზლატანმა ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რაც შეიძლება მალე შევხვედროდი. მოხარული ვარ, რომ შეხვედრის ორგანიზება ასე სწრაფად მოხდა. მოლაპარაკებებმა ნაყოფიერად ჩაიარა, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით დიალოგის გაგრძელებაზე“, – განაცხადა ანდერსონმა.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა სანაკრებო კარიერა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა, თუმცა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის გარეშე მოწყენილია.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
