კულუარულად შევიტყვეთ, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელ თად მაკფადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცხადია, იმ პრობლემების ფონზე, რაც ნაკრებს ფინეთში გამგზავრებამდე ჰქონდა, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დანაკლისია, მაგრამ კიდევ უფრო საეჭვო ის არის, საერთოდ ითამაშებს თუ არა ნაკრები ფინეთთან და შვეიცარიასთან. საქმე ისაა, რომ მაკფადენმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და თანაგუნდელებთან კონტაქტი ჰქონდა. იმედს ვიტოვებთ, რომ მაკფადენიდან სხვა კალათბურთელები არ დაინფიცირდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი ტექნიკურ წაგებას ვერ აცდება.
ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის…
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში, იქვე, შვეიცარიას ეთამაშება.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
