მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრებმა ესპანეთთან (0:6) სამარცხვინო მარცხი იწვნია, ქვეყნის საფეხბურთო ჩინონვნიკები მწვრთნელის შეცვლაზე ალაპარაკდნენ. ვარიანტი ბევრი იქნება, რადგან ქვეყანას კვალიფიციური სპეციალისტები საკმაოზე მეტი ჰყავს და სხვა ქვეყნების მსგავსად, ტოპ მწვრთნელები სანთლით საძებარი არ ჰყავთ.
როგორც ჩანს, ერთ-ერთი კანდიდატი იურგენ კლოპია, რომელსაც გერმანელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და ბუნდესნაკრების გაწვრთნის შესახებ ჰკითხეს.
„შესაძლოა, მომავალში ასეც მოხდეს, მაგრამ არა ახლა – უკვე ვმუშაობ და საკმაოდ დაძაბული გრაფიკი მაქვს. თუ ვინმე ამ საკითხთან მიმართებაში ჩემთან დაკავშირებას აპირებს, მინდა ვუთხრა, რომ „ლივერპულში“ ვმუშაობ. მართალია, აქ ახლა ისევ ცუდი ამინდია, მაგრამ ეს მომწონს. გუნდში ბევრი პასუხისმგებლობა მეკისრება და ახალი გამოწვევისთვის არ მცალია. არც წავალ, რადგან დილიდან ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი“, – თქვა კლოპმა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
