იტალიელი იანიკ სინერი გახდა პირველი ჩოგბურთელი 2001 წელს და ზემოთ დაბადებულთა შორის, ვინც ATP-ს ტურნირი მოიგო.
ATP-ს გამარჯვებულთა შორის სინერი ასევე ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია ბოლო 12 წლის მანძილზე. ბოლო, ვინც ტიტული ახალგაზრდა ასაკში მოიგო იაპონელი კეი ნიშიკორი იყო, რომელმაც ეს 18 წლისამ გაახერხა.
19 წლის სინერმა კი, სოფიაში გამართული ტურნირის ფინალში კანადელ ვაშეკ პოსპიშილს 6:4, 3:6, 7:6 (7:3) მოუგო.
„ნებისმიერ ტურნირზე გამარჯვება დიდი მოვლენაა. ამ კვირაში თავს კარგად ვგრძნობდი. 7:6 მესამე სეტში… ძალიან მძიმე იყო. თუმცა, ასეთი მოგებები უფრო გემრიელია, ვიდრე ნულზე მოგებული. კმაყოფილი ვარ თამაშით. ბოლომდე ვიბრძოდი. განსაკუთრებული კვირა იყო – ჩემი კვირა“ – განაცხადა სინერმა.
იანიკ სინერი ATP-ს რეიტინგში 44-ე ჩოგანია, მაგრამ ორშაბათიდან დაწინაურდება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სიახლეები10/10/2026 | 16:14მძიმეში უმედლოდ…
სიახლეები09/10/2026 | 23:16სულამანიძის წითელი არშია
სიახლეები07/10/2026 | 23:11ტატოს ზედიზედ მეექვსე ფინალი და მეოთხე ტიტული…
