მადლობა ვის? უეფას და ერთა ლიგას. შოტლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიდის! შოტლანდიის ნაკრები მიდის იქ, სადაც 22 წელიწადია არ ყოფილა — მსხვილ საერთაშორისო ტურნირზე. „ტარტან არმი” ბოლოს 1998 წელს, საფრანგეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გახლდათ.
ბელგრადში, სქოთების გამარჯვება პენალტებით გაირკვა. თავად თამაში 1:1 დასრულდა. ანგარიში „სელტიკის” ნახევარმცველმა რაიან კრისტიმ გახსნა, მაგრამ „რეალის” თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა გაქვითა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა 52-ე და… 90-ე წუთებზე.
რაც შეეხება პენალტების სერიას, სქოთებმა ხუთივე შეაგდეს, სერბებმა კი ბოლო ვერ გაიტანეს — „დერბის” მეკარემ დევიდ მარშალმა „ფულემის” თავდამსხმელ ალეკსანდარ მიტროვიჩს აუღო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/10/2026 | 11:58წიტას თამაში ჩაიშალა
სიახლეები11/10/2026 | 10:56ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი
სიახლეები11/10/2026 | 09:36კვერნაძის გუნდმა კვარას ყოფილ გუნდთან წააგო
მთავარი ამბავი11/10/2026 | 07:53თითქმის იდეალური რე-სტარტი
