
ფელიქს მაგათი წარსულში ჩინებული გერმანელი ფეხბურთელი გახლდათ, შემდეგ კი მწვრთნელობას მოჰკიდა ხელი. ის სათავეში ედგა „შტუტგარტს”, „ბაიერნს”, „აინტრახტს”, „შალკეს” (სადაც ქართველ ფეხბურთელებთანაც იმუშავა), „ვოლფსბურგს” და პრემიერლიგის „ფულემსაც” კი. მაგათი წლების მანძილზე გამოირჩეოდა მკვახესიტყვაობით. ის არასდროს ერიდებოდა ფეხბურთელების და კოლეგების კრიტიკას.
„შპორტ ბილდთან” ინტერვიუში 67 წლის მაგათი პეპ გვარდიოლასაც გადასწვდა:
— „ბარსელონაში” ტიტულებს გვარდიოლა კი არა, ლეო მესი იგებდა. მესი რომ არ ყოფილიყო გვარდიოლას სისტემა ასეთი წარმატებული ვერასდროს იქნებოდა. თუ ვტყუივარ, ამიხსენით, რატომ ვერ მოაგებინა მან ჩემპიონთა ლიგა „ბაიერნს” ან „მანჩესტერ სიტის”? რასაკვირველია, ის მესის წყალობით იგებდა, რომელსაც არაფრიდან შეეძლო თამაშის შეცვლა”.
შემდეგ მაგათმა გვარდიოლას სტილზე თქვა:
— ეს სისტემა მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს თუ შენ მეტოქეზე უფრო ტექნიკური ფეხბურთელები გყავს. მაყურებლისთვის კი ბურთის დაუსრულებელი ფლობა მოსაწყენია. ჩემი აზრით ხშირად გვარდიოლა იმიტომ აგებს, რომ მოგებას თამაშის დაწყებამდე ცდილობს. ის ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს ტაქტიკას და ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც მოგებას ხელს უშლის”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
სიახლეები24/10/2026 | 08:19პარიზელი ფანები ბოიკოტს მოითხოვენ
სიახლეები23/10/2026 | 09:09ფრანგული საიტი ოქროს ბურთზე ჭორაობს
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
