ამას წინათ ერთ ძველ ფეხბურთელს შევხვდი, მოვიკითხეთ ერთმანეთი, გავიხსენეთ ისტორიები… ჰოდა, მიყვება…
– სსრკ ჩემპიონატისას ხარკოვში ვართ ჩასულები, მსაჯი „გამაზული“ გვყავს. გვიტევს „მეტალისტი“, მაგრამ არ გვეშინია, მსაჯი ჩვენია. გოლი არ ჩაუთვალა მეტოქეს – არარსებული თამაშგარე მოიგონა, მერე ასპროცენტიანი პენალტი არ დაუდო. მოკლედ, წინ და უკან ჩვენ სასარგებლოდ უსტვენს. ერთ უწყინარ სიტუაციაში ჩვენ საჯარიმოში ბურთი ჩააწოდეს, მეც მარტო ვდგავარ, მშვიდად შემიძლია მოვიგერიო და… არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მშვენიერი გოლი შევაგდე საკუთარ კარში… მოვარდა უცებ მსაჯი ჩემთან და მეუბნება, – რამე მოიფიქრე, თორემ უნდა ჩავთვალო ეს გოლიო…
აი, ათასი ვერსია ექნებოდა მსაჯს, მაგრამ მეტ-ნაკლებად სარწმუნო მაინც ვერაფერი მოიფიქრა…
აი, ახლა „დინამოს“ გასაგონად: მილიონი ვერსია გექნებათ მეცხვარეებთან 1:6-ის „გასაპრავებლად“, მაგრამ ვერ მოიფიქრებთ… არც სცადოთ…
მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს და ის ქომაგმა იცის…

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია