პოლ პოგბამ კორონავირუსი დაამარცხა და დღეს, პარასკევს, „მანჩესტერ იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზაზე მივიდა. ფრანგ ნახევარმცველსა და მის მეუღლეს ზულაის covid 19 აგვისტოს ბოლოს, საფრანგეთის ნაკრების შეკრების წინ აღმოუჩინეს.
ცოლ-ქმარმა პოგბებმა ავადმყოფობის პერიოდი შინ, თვითიზოლაციაში გაატარეს და ინსტაგრამზე ვაჟთან, ლაბილ შაკურთან გადაღებულ ფოტოებს დებდნენ.
ახლა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი სეზონისთვის უკვე გამალებულ მზადებას იწყებს, მსოფლიოს ჩემპიონს კვლავ ჩაუტარეს ტესტი, რომელმაც აჩვენა, რომ ის ჯანმრთელადაა და შეუძლია საქმეს შეუდგეს.
როგორც მოგახსენეთ, დღეს პოგბა ქერინგტონის ბაზაზე მივიდა. შავ მერსედესს პირბადიანი მძღოლი მართავდა.
„იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ პოგბაზე დიდ იმედებს ამყარებს და ის ახალ შენაძენთან, ჰოლანდიელ დონი ვან დე ბეეკთან ერთად ახალი გუნდის ქვაკუთხედად მიაჩნია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
სიახლეები24/10/2026 | 08:19პარიზელი ფანები ბოიკოტს მოითხოვენ
სიახლეები23/10/2026 | 09:09ფრანგული საიტი ოქროს ბურთზე ჭორაობს
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
