„დიარიო სპორტი“ წერს, რომ „ჩელსის“ ნახევარმცველი საულ ნიგუესი სათადარიგო სკამზე მჯდომ ფეხბურთელთა შორის ყველაზე ძვირფასია — ფეხბურთელთა ბაზარზე მისი ფასი 40 მილიონი ევროა. ის ლონდონელებმა „ატლეტიკოს“ იჯარით გამოართვეს და… ფაქტობრივად არ ათამაშებენ. სკამზე ჩამომჯდარ ფეხბურთელთა სიაში საულს მოსდევენ ბრაიან ხილი (30 მილიონი), დონი ვან დე ბეეკი (25 მილიონი), ლუკა იოვიჩი (20 მილიონი), რეინერ ჟესუსი (16...
ჭდე: დონი ვან დე ბეეკი
ათი წლის შემდეგ
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალისტებმა, ჰოლანდიამ და ესპანეთმა ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ შეხვედრაში, 1:1 ითამაშეს. 10 წლის წინ, დამატებით დროში, „ლა როხამ” ანდრეს ინიესტას გოლით მოიგო და ჩემპიონი გახდა. ამჯერად, ესპანელთაგან „ბეტისის” შემტევმა ნახევარმცველმა სერხიო კანალესმა გაიტანა. ეს 29 წლის ფეხბურთელის პირველი გოლი გამოდგა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. სულ, წითელი მაისურით მას 6 მატჩში...
პოგბა ვარჯიშზე მივიდა
პოლ პოგბამ კორონავირუსი დაამარცხა და დღეს, პარასკევს, „მანჩესტერ იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზაზე მივიდა. ფრანგ ნახევარმცველსა და მის მეუღლეს ზულაის covid 19 აგვისტოს ბოლოს, საფრანგეთის ნაკრების შეკრების წინ აღმოუჩინეს. ცოლ-ქმარმა პოგბებმა ავადმყოფობის პერიოდი შინ, თვითიზოლაციაში გაატარეს და ინსტაგრამზე ვაჟთან, ლაბილ შაკურთან გადაღებულ ფოტოებს დებდნენ. ახლა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი სეზონისთვის უკვე გამალებულ მზადებას იწყებს, მსოფლიოს ჩემპიონს კვლავ...
ვეინალდუმი კუმანთან
რონალდ კუმანს „ბარსელონაში“ თანამემამულის, დონი ვან დე ბეეკის გადაბირება რომ ვერ გამოუვიდა, თვალი კიდევ ერთ ნიდერლანდელს დაადგა და ახლა უკვე დიდია შანსი, ლივერპულელმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა კარიერა „ბარსაში“ გააგრძელოს. ესპანური მედიის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანახმა. ამასთან, „ბარსელონას“ მისი გადაბირება სულ რაღაც 20 მილიონ ევრომდე დაუჯდა. ვეინალდუმს კუმანი კარგად იცნობს –...
უკმაყოფილო მარტო სუარესია
„ბარსელონას“ ახალ მწვრთნელ რონალდ კუმანს ნახევარდაცვის გაძლიერება მოუწადინებია. კლუბი მზად არის ივან რაკიტიჩსა და არტურო ვიდალს გამოემშვიდობოს. სამაგიეროდ, კუმანს ფრენკი დე იონგის მეწყვილედ „აიაქსისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ჰავბეკი დონი ვან დე ბეეკი შეუგულებია. კუმანი ფიქრობს, რომ მისი შეძენით გუნდის ხერხემალი კი გაახალგაზრდავდება, მაგრამ მოიმატებს სტაბილურობა. „აიაქსი“ ვან დე ბეეკს 50 მილიონ ევროდ აფასებს, კატალონიელებს კი...




