სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი US OPEN-ის წინ მშვენიერ ხასიათზე დადგა. ნოლემ ცინცინატის მასტერსი კორონავირუსის გამო ნიუ იორკში გადატანილი АТР-ს 1000-იანი ტურნირი მოიგო. გადამწყვეტ მატჩში სერბმა კანადელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა – 1:6, 6:3, 6:4.
როგორც ხედავთ, პირველი სეტი ჯოკოვიჩმა უშანსოდ წააგო, მაგრამ, შემდეგ საკუთარი თამაში მოახვია მეტოქეს და…
„პირველ სეტში მილოში შესანიშნავი იყო. თავადაც რამდენიმე ორმაგი შეცდომა დავუშვი, რის შედეგად ორჯერ წავაგე მოწოდება. რაონიჩთან თამაში ყოველთვის რთულია, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოწოდება აქვს, რის შემდეგაც აგრძელებს მეტოქეზე ზეწოლას.
ერთადერთი, რაც ჩემთვის ამ ტურნირზე მისაღები არ იყო, ცარიელი ტრიბუნებია. სწორედ მათთვის ვთამაშობთ ჩოგბურთს. მადლობა თქვენ მაყურებლებო. უთქვენოდ მოწყენილი ვარ და გელოდებით ტრიბუნებზე“, – აღნიშნა ჯოკოვიჩმა.
სერბი ახლა ამერიკის ღია პირველობაზე გადაინაცვლებს, სადაც უმთავრეს ფავორიტად ითვლება, რადგანაც მისი კონკურენტები რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი ნიუ იორკში არ ითამასებენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
