„ვალენსიას“ ფანები კლუბის მეპატრონის, სინგაპურელი მილიარდერის, პიტერ ლიმი მუშაობით უკმაყოფილო არიან, რის გამოც საპროტესტო აქცია გამართეს.
500-ზე მეტი ქომაგი შეიკრიბა „ვალენსიას“ საშინაო სტადიონ „მესტალიასთან“ და კლუბის „დასაფლავება“ მოაწყვეს. ფანებს ხელში ჰქონდათ ბანერები, რომელზეც „ვალენსიას“ დაარსებისა და ლიმას მიერ კლუბის შეძენის თარიღები ეწერა. მათი აზრით, გუნდი 2014 წელს გარდაიცვალა. სანთლებით ხელში, გუნდს წუთიერი დუმილითაც „მიაგეს პატივი“.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ ესპანური ლა ლიგის წინა სეზონში მეცხრე ადგილი დაიკავა და პირველად ბოლო წლების მნაძილზე ევროტურნირებზე ვერ მოხვდა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
