
როგორც „ლაიპციგის” მწვრთნელი, 33 წლის იულიან ნაგელსმანი კარიერის ყველაზე დიდი მატჩის მოლოდინშია — ხუთშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მისი გუნდი „ატლეტიკოს” ხვდება. მეორე მხრივ, მას კარგად ესმის, რომ მომავალი წინ აქვს და მის დაგეგმვაზე ფიქრობს.
ნაგელსმანმა ესპანურ „მარკას” ასე უთხრა: „ბაზარი ხომ მოთხოვნისა და მიწოდების პრინციპით მუშაობს. ამწუთას, მე „ლაიპციგთან” კონტრაქტით ვარ შეკრული, მაგრამ, ვინ იცის, კლუბის ან მწვრთნელის ცხოვრება როგორ გაგრძელდება”.
„ლაიპციგთან” ნაგელსმანის ხელშეკრულება 2023 წლამდეა ძალაში.
ხსენებულ ინტერვიუში საინტერესო რამ გაირკვა. თურმე, ახალგაზრდა გერმანელ მწვრთნელს, 2018 წელს, თვით მადრიდის „რეალთან” ჰქონია მოლაპარაკებები. არადა, ორი წლის წინ ის მხოლოდ 31 წლისა იყო.
„დიახ, ერთ-ერთი კანდიდატი მეც გახლდით, ხოლო სია გრძელი არ იყო. საბოლოო სიტყვა ჩემზე გახლდათ. და მაშინ, „რეალის” გენერალურ მენეჯერ ხოსე ანხელ სანჩესთან საფუძვლიანი საუბარი შედგა, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ იმ ეტაპზე მადრიდელთა სათავეში ჩემი ჩადგომა სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა. შევთანხმდით, რომ თუ „რეალს” ახალი მწვრთნელის მოძებნა მომავალშიც დასჭირდება და მე თავისუფალი ვიქნები, ისევ დავუკავშირდებით ერთმანეთს”.
თუმცა მანამდე, ხუთშაბათს, ლისაბონში იულიან ნაგელსმანს მისთვის სამაგალითო დიეგო სიმეონესთან მოუწევს დაპირისპირება.
„სიმეონეს დიდებული აურა და ქარიზმა აქვს, — თქვა გერმანელმა 50 წლის არგენტინელზე, — მას ხალხის ჰიპნოზირება შეუძლია. რა უნდა დავუპირისპირო? ვფიქრობ, ჩემი მთავარი უნარი თამაშის მსვლელობაში ჩარევაა: რაღაცებს ვცვლი, დეტალებს ვამჩნევ და სწრაფად ვრეაგირებ, რათა მოვლენები ჩვენთვის სასარგებლო მიმართულებით წარიმართოს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 10:11კომპანი საავადმყოფოში ცხოვრების წესმა მოახვედრა
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 08:56სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
მთავარი ამბავი25/10/2026 | 07:25ჟორჟი – შევიდა, ნახა, გაიამრჯვა!
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
