რომაული არდადეგები

Home აქეთურ-იქითური რომაული არდადეგები
რომაული არდადეგები
პაულო ფონსეკასMauricio Pochettino in pole position -Juvefc.com „რომაში“ ცუდად არ უმუშავია.
კლუბის ბოსებიც კმაყოფილნი არიან იმის მიუხედავად, რომ რომაელები ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდნენ.
ფონსეკას ახალ კონტრაქტს ხელს არაფერი უშლიდა, რომ არა უმუშევარი მაურიციო პოჩეტინო. რომში ამბობენ, სრული სისულელე იქნება, პოჩეტინო მწვრთნელობის კანდიდატად არ განვიხილოთო.
„რომას“ ბოსებს სჯერათ, რომ არგენტინელი გუნდს ისევე დააბრუნდებს გრანდებში, როგორც ეს „ტოტენჰემში“ შეძლო.
ჯერ მაურიციოს პოზიცია უცნობია, მაგრამ რაც „იუვეში“ ანდრეა პირლო მოიფიქრეს, პოჩეტინოსთვის რომაული შანსი ყველაზე მიმზიდველია.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".