მაიკ ტაისონს აბა, რა დიდი წარდგენა სჭირდება. ყველა დროის ერთ-ერთმა უდიადესმა და უსკანდალურესმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ ბოლო ბრძოლა 2005 წლის 11 ივნისს გამართა. როცა ყველას ეგონა, გიჟმაჟი მაიკი დაღვინდაო, 54 წლის ასაკში რინგზე დაბრუნება გადაწყვიტა და სასურველ მეტოქედ ისეთი კაცი დაასახელა, პრომოუტერ დონ კინგს ბევრი მილიონის მოლოდინში თმები ყალყზე დაუდგა. როი ჯონსი მაიკზე 4 წლით უმცროსია...
1 აგვსტოს ჟირუ მეხუთეს ელოდება
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალი „არსენალსა” და „ჩელსის” შორის 1 აგვისტოს გაიმართება და მას მოემსახურება მსაჯი ენტონი ტეილორი. „უემბლისკენ” გზა „ჩელსიმ” „მანჩესტერ იუნაიტედის” ძლევით გაიკვალა, ხოლო „არსენალმა” „მანჩესტერ სიტის” სძლია. ამრიგად, ლონდონურმა გუნდებმა ნახევარფინალში მანჩესტერულებს აჯობეს და ახლა, მომდევნო კვირის შაბათ დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ამავე გუნდების სამი წლის წინანდელი ფინალიც ენტონი ტეილორმა იმსაჯა....
კასილასი მადრიდში ბრუნდება
იკერ კასილასი მომავალი სეზონიდან ისევ მადრიდის „რეალის“ სამსახურში ჩადგება. მის თანამდებობას კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი ჰქვია და დაახლოებით იგივე როლი დაეკისრება, რაც ზინედინ ზიდანს პირველად გამწვრთნელებამდე ჰქონდა. იკერი მადრიდში პორტუგალიის სამგზის ჩემპიონის რანგში ბრუნდება. მას „პორტუს“ სხვა წევრებთან ერთად ოქრო წლეულსაც გადაეცა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ერთხელაც არ გასულა. 2019 წლის 1 მაისს გადატანილი...
რონალდუმ პელე დაინახა
ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთი მიღწევის ავტორი გახდა. „ლაციოსთან“ შეხვედრისას გატანილი მეორე გოლი რონალდუსთვის კარიერაში 734 გამოდგა და ამ მაჩვენებლით პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გოლების რაოდენობით რონალდუმ უკან მოიტოვა ბრაზილიელი რომარიო. ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების ლიდერი, ცხადია, პელე გახლავთ, ვის ანგარიშზეც 767 შეგდებული ბურთია. რონალდუ ფეხბურთის თამაშს...
რით არის საინტერესო ბარსასთვის ბლანის კანდიდატურა?
ბოლო დღეებში ხმა გავარდა იმის შესახებ, რომ „ბარსელონას” მწვრთნელის თანამდებობაზე კიკე სეტიენი შეიძლება ფრანგმა ლორან ბლანმა შეცვალოს. ამ მოსაზრებამ ინტერესი და ხმაური გამოიწვია, კატალონიურმა მედიამ კი გაარკვია, საიდან გაჩნდა ბლანის „კამპ ნოუზე” მიყვანის იდეა. დამალული არ არის, რომ „ბარსელონას” თანამდებობაზე, ყველაზე მეტად, ახლო წარსულის დიდი ვარსკვლავის ჩავი ერნანდესის მიყვანა სურს, მაგრამ თავად ჩავის გაისამდე დაცდა...
ყველაზე მორიდებული დიადი
ზინედინ ზიდანი დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანია. ის „რეალის” მწვრთნელია და კლუბს ორჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ კლუბთა მსოფლიო თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი და ორჯერაც ევროპის სუპერთასი მოაგებინა, მანამდე კი მადრიდელთა თეთრი მაისურით როგორც ფეხბურთელი სჩადიოდა სასწაულებს. ესპანურმა გაზეთმა „მარკამ” ზიდანის „იუვენტუსისა” და „რეალის” დროინდელი თანაგუნდელების გამონათქვამები შეკრიბა, რომელთაც ქვემოთ...





