ეროვნული ლიგის დაწყებიდან სულ რაღაც 4 ტურია გასული და თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე ორი მწვრთნელი გამოიცვალა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „ლოკომოტივი“ ამჯერად სოსო ფრუიძემ დატოვა.
შეგახსენებთ, გამოცდილი სპეციალისტი თბილისელთა მთავარ მწვრთნელად 30 მარტს დაინიშნა, მან ამ პოსტზე ლევან კორღალიძე შეცვალა. კორღალიძის თავკაცობით გაწვრთნილ „ლოკოს“ ორიდან ორი მოგება ჰქონდა, ხოლო ფრუიძის ხელმძღვანელობით გუნდმა ერთი წააგო, ერთიც ფრედ ითამაშა. წინა ტურში „ლოკომოტივი“ კახა ჩხეტიანის „დინამოსთან“ 0:4 დამარცხდა.
კლუბი მადლობას უხდის ბატონ სოსოს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
