კობი ბრაიანტის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – კობის ქვრივი, ვანესა ბრაინტი ვერტმფრენების კომპანია Island Express Helicopters-სგან კომპენსაციის სახით რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ითხოვს.
არა ზობაიანი კი ის პილოტია, რომელიც კობი ბრაინტის პირად ვერტმფრენს ტრაგედიისას მართავდა.
ჰოდა, მომჩივანის აზრით, კომპანიისგან შერჩეულმა პილოტმა ვერტმფრენის მართვის დროს შეცდომა დაუშვა, რამაც 9 ადამიანის, მათ შორის კობისა და მისი ქალიშვილის დაღუპვა გამოიწვია.
ზობაიანის ოჯახი ითხოვს, რომ სასამართლო პროცესი ლოს ანჯელესიდან სხვა ქალაქში იქნას გადატანილი. ისინი თვლიან, რომ კობი კალიფორნიულ ქალაქში მეტად პოპულარულია, რაც ობიექტური ვერდიქტის გამოტანას ხელს შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის კობი ბრაიანტი, მისი 13 ქალიშვილი ჯიანა და კიდევ 7 ადამიანი, 26 იანვარს, კალიფორნიის შტატში, კალაბასასში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ დაიღუპნენ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
