„ლევერკუზენში“ კაი ჰავერცის დებიუტი 2016 წლის 15 ოქტომბერს, ბრემენის „ვერდერთან“ 2:1 მოგებული შეხვედრისას შედგა. მაშინ, ის 17 წლისა და 126 დღის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ფარმაცევტების“ ფორმა მოირგო. ლევერკუზენელთა ტალანტმა ბუნდესლიგის რეკორდიც დაამყარა, აქამდე არავინ ყოფილა, ამ ასაკში 35 გოლი გაეტანა.
კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ, ის დიდებულ ფორმაში დაბრუნდა – თავური დარტყმებით ორი გოლი იმავე „ვერდერს“, ორიც „გლადბახს“, ერთი კი „ფრაიბურგს“ გაუტანა.
რა გასაკვირია, რომ მისი ტრანსფერით თითქმის ყველა გრანდი დაინტერესდა, თანაც, მას კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება.
ესპანური „მარკას“ ცნობით, კაი ჰავერცის ყიდვა მადრიდის „რეალს“ სურს, თუმცა პანდემიით გამოწვეული ფინანსური მდგომარეობის გამო, „ბაიერნთან“ კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.
იოზუა კიმიხი, ნიკლას ზულე, სერჟ გნაბრი და მიუნხენისკენ მიმავალი ლეროი სანე, ეს რეკორდმაისტერისთვის ახდენილი ოცნება იქნება – გერმანიის ნაკრების ბირთვს ისევ „ბაიერნი“ შეავსებს. ამ შემადგენლობას ჰავერციც დაუმატეთ, რომლის ტრანსფერიც, ჯერ კიდევ 1 წლის წინ, კიმიხმა მოითხოვა.
გერმანულ მანქანას ისევ დიდებული ძრავი ექნება…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები25/10/2026 | 00:05სამი ქულა ჟორჟის გოლით [VIDEO]
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სიახლეები10/10/2026 | 16:14მძიმეში უმედლოდ…
