კატალონიურ გრანდში უკვე დაიწყეს მუშაობა ახალ ბიუჯეტზე, რომელიც ძალაში მომავალი სეზონიდან შევა. საერთო ჯამში კლუბის გასავალი 250 მილიონი ევროთი შემცირდება. აქედან ლომის წილი ხელფასებზე მოდის – სახელფასო უწყისების სეკვესტრი 230 მილიონ ევროს შეადგენს. წლეულს „ბარსელონას“ ბიუჯეტი მილიარდ 47 მილიონი ევროა. აქედან 65%, ანუ 680 მილიონი ხელფასებზე მიდის. ახალი ბიუჯეტით მთელი გასავალი 750 მილიონ ევროში უნდა…
მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ევგენი ლოვჩევმა სსრკ ჩემპიონატის ორი მატჩი გაიხსენა, რომელიც შეთანხმებული იყო. ერთი თბილისის „დინამოს“ მონაწილეობით, მეორე – ანზორ კავაზაშვილის. „სპარტაკისა“ და „დინამოს“ შეხვედრამ იმ დროისთვის არსებული აბსურდული წესი შეცვალა, ამიტომაც ფეხბურთელებს მოლაპარაკებებში ბრალს ვერ დავდებთ. საქმე ის არის, რომ 1973 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რეგლამენტში დაამატეს პუნქტი, თუ მატჩი ფრედ დასრულებოდა, გამარჯვებულის…
საფეხბურთო სამყარო შეჩერებულია. თითქმის მთელი პლანეტა მოუთმენლად ელის მის განახლებას. ამის გაკეთებაში ხელს მხოლოდ იტალიელები უშლიან. როგორც მოგეხსენაბთ, გერმანიაში ფეხბურთი 16 მაისს იწყება – ტური დაგეგმილია და საბუქმეიქერო კანტორებმა უკვე კოეფიციენტებიც გამოიტანეს. ესპანეთი განახლებას 20 ივნისისთვის გეგმავს, ინგლისი ფიქრობს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს. ფიქრობდა იტალიაც, სადაც გუნდებმა ვარჯიშებიც კი განაახლეს, მაგრამ… იტალიური მედიის ცნობით,…
საფრანგეთის ვადაზე ადრე დასრულებული ჩემპიონატის გამარჯვებულად დედაქალაქური პსჟ გამოცხადდა დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირი კი ამავე გუნდის ლიდერთაგანი კილიან მბაპე გახდა. ფორვარდმა არასრულ სეზონში 18 გოლი გაიტანა. ამდენივე იყო „მონაკოს“ შეტევების ლიდერის, ვისამა ბენ იედერის მონაგარი, თუმცა მან 18-დან სამ შემთხვევაში პენალტის ნიშნულიდან ისახელა თავი. მბაპეს სასარგებლოდ არჩევანიც ამან განაპირობა – მან ყველა გოლი თამაშიდან გაიტანა. ეს…
„ლეგანესის” მწვრთნელმა ხავიერ აგუირემ ლა ლიგის გეგმები გაასაჯაროვა. თურმე ესპანელები შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლებას 20 ივნისს, ხოლო დამთავრებას 26 ივლისს აპირებენ. ოფიციალურად ამის შესახებ არსად არაფერი თქმულა, მაგრამ მექსიკელი ირწმუნება, რომ მისი ინფორმაცია უტყუარია, რადგან ლა ლიგის მავანმა დიდმოხელეებმა გაანდეს. ცნობილია, რომ ესპანური ფეხბურთის შეფები ქვეყნის ხელისუფლებასთან ინტენსიურად მუშაობენ, რათა რამენაირად ჩაამთავრონ შეწყვეტილი სეზონი. „ჩვენ უკვე…
პრემიერლიგის კლუბებს უცბად შეეშინდათ, რომ „ლივერპული” როგორც კი ჩემპიონის ტიტულს გაინაღდებს, ყმაწვილებით განაგრძობს თამაშს და ამით კორონავირუსის მიერ ისედაც დაკნინებულ ჩემპიონატს კიდევ უფრო დააკნინებს. რატომ მოუვიდათ ეს აზრი თავში? იმიტომ, რომ იურგენ კლოპი თებერვალში, ფეხბურთის ასოციაციის თასის საპასუხო შეხვედრაში, „შრუსბერის” წინააღმდეგ სწორედ ასე მოიქცა. პრემიერლიგის ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: „ლივერპული” მდევარ „მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებს….
კრივში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, მაიკ ტაისონმა რამდენი დღის წინ თქვა, რომ რინგზე დაბრუნება სურს. „რკინის მაიკს“ საჩემპიონო ბრძოლების გამართვა არ სურს და მისი სურვილი მხოლოდ საგამოფენო შეხვედრებით შემოიფარგლება. ცხადია, ტაისონს უფრო ფინანსური მოგება აინტერესებს. ჰოდა, ტაისონმა უმალვე მიიღო წინადადება – მუშტებით ბრძოლის ლიგამ ტაისონს 20 მილიონი დოლარი შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის შეფმა, დევიდ ფელდმანმა…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes