„იუვენტუსის“ არგენტინელ შემტევ პაულო დიბალას კორონავირუსზე კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარდა და ისევ დადებითი პასუხი ამოვიდა. დიბალა და მისი გულის ვარდი პირველად ერთი თვის წინ დაინფიცირდნენ, რამდენიმე კვირის წინ მანვე საზოგადოებას სიხარულით ამცნო, რომ სრულად გამოჯანმრთელდა, თუმცა როგორც ჩანს საქმე მძიმედაა.
27 წლის ფორვარდს ახლა უფრო ინტენსიური მკურნალობა სჭირდება. დიბალა იუვენტუსის ერთადერთი ფეხბურთელი როდია ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა – ავად იყვნენ ასევე ბლაიზე მატუიდის და დანიელე რუგანი.
კი ამბობენ, ხელმეორედ კოვიდ 19-ით ხელმეორედ დაიფინცირება პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ აგერ, ბატონო, დიბალას მაგალითი…
აქვე ვთქვათ, რომ პაულო დიბალას ბიანკონერი მას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს. ამ შეტყვეტილ სეზონში კი არგენტინელმა 34 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
