2019 წლის ოქტომბერში, 38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ლოს ანჯელეს გალაქსიში” ბოლო მატჩი ჩაატარა და „მილანში” გადაბარგდა.
შვედის წასვლამ კალიფორნიული გუნდის გულშემატკივრებს გული დაწყვიტა, მაგრამ თანაგუნდელებს, სავარაუდოდ, არა…
ეს „სან ხოსე ერსქუეიქის” გერმანელი მოთამაშისგან, ფლორიან იუნგვირთისგან გახდა ცნობილი. იუნგვირთი 31 წლისაა. ადრე ის „მიუნხენ 1860″-ში, დრეზდენის „დინამოში”, „ბოხუმში” და „დარმშტადტ 98″-ში გამოდიოდა. მან იბრაჰიმოვიჩის ამბავი „ტვიტერზე” დაწერა, იქიდან კი შპორტ ბილდმა” გადაბეჭდა.
იუნგვირთი: „მგონი 2018 წელი იყო, როდესაც ჩვენ ზლატანის წინააღმდეგ პირველად ვითამაშეთ. ეს სტენფორდში მოხდა. რასაც იმ დღეს მე ვუყურე თანაგუნდელების ნამდვილი შეურაცხყოფა გახლდათ. იბრაჰიმოვიჩი მათ მთელი 90 წუთის განმავლობაში უყვიროდა და ეს ძალიან სასაცილო სანახავი იყო. თანაგუნდელებს ზლატანის აშკარად ეშინოდათ. ისინი პატარა ბავშვებს ჰგავდნენ, რომლებიც დიდ მამიკოს თვალებში შეჰყურებდნენ”.
და იმავე ფლორიან იუნგვირთმა „11 მეგობართან” ინტერვიუში ასე თქვა: „ასაკის მიუხედავად ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფასეული მოთამაშეა. ტელევიზორში რომ უყურებ, ხვდები, რომ მაღალია, მაგრამ როდესაც თავად ავღმოჩნდი მის გვერდით, თავი პატარა ბიჭუნად ვიგრძენი. ნამდვილი მხეცია, რომელიც შემდეგ ფანტაზიასაც ავლენს. დაუჯერებელია”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 08:51მწვრთნელი, რომელსაც არ სურს ფეხბურთელებს დარიგებებს აძლევდეს
მთავარი ამბავი13/10/2026 | 07:03გულთბილი შეხვედრა ქოჩორას
კატეგორიის გარეშე12/10/2026 | 09:27ვინ არ უშვებს გოლს ინგლისში?
აქეთურ-იქითური12/10/2026 | 08:26ენფილდი ყვითელმა ბანანებმა დაიპყრეს
