2019 წლის ოქტომბერში, 38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ლოს ანჯელეს გალაქსიში” ბოლო მატჩი ჩაატარა და „მილანში” გადაბარგდა. შვედის წასვლამ კალიფორნიული გუნდის გულშემატკივრებს გული დაწყვიტა, მაგრამ თანაგუნდელებს, სავარაუდოდ, არა… ეს „სან ხოსე ერსქუეიქის” გერმანელი მოთამაშისგან, ფლორიან იუნგვირთისგან გახდა ცნობილი. იუნგვირთი 31 წლისაა. ადრე ის „მიუნხენ 1860″-ში, დრეზდენის „დინამოში”, „ბოხუმში” და „დარმშტადტ 98″-ში გამოდიოდა. მან იბრაჰიმოვიჩის ამბავი „ტვიტერზე”...
