საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში მეორე შეხვედრა გამართა. საფრანგეთთან გამარჯვების (9:7) შემდეგ, რითაც გუნდმა პრაქტიკულად პლეი-ოფის საგზური გაინაღდა, ჩვენები ძალიან ძლიერ საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ბერძნებმა პირველი შეხვედრა იტალიასთან წააგეს და სათამაშოდ ძალიან მოტივირებულნი გამოვიდნენ. სამწუხაროდ, მოწინააღმდეგემ ყველა ინტრიგა პირველსავე ტაიმში მოკლა და ცხრა ბურთით დაწინაურდა. შესვენების შემდეგ საქართველომ ბევრად უკეთესად ითამაშა და ლოკალური წარმატებაც იზეიმა, საქართველომ ტაიმი –...
ვირ-ეშმაკები
უეფამ 2019 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გააკეთეს, თუმც ბოლო წუთს ერთი უცნაური რამ მოხდა, რის გამოც, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ჩინოვნიკები კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოაქციეს. საქმე ის არის, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესიზე, სადიო მანეზე და რობერტ ლევანდოვსკიზე ნაკლები ხმები დააგროვა და წლის სიმბოლურში ვერ ხვდებოდა… უცებ კი ტაქტიკური სქემა...
აი, ამბავი: ჩიხურა ფრუიძის გარეშე
სოსო ფრუიძემ ჩიხურა დატოვა. ეს სენსაციური ამბავი დღეს გაცხადდა. გამოცდილმა სპეციალისტმა თითქმის 13 წელი იმუშავა საჩხრეში. მოიგო საქართველოს თასი და სუპერთასი, სამჯერ იყო ქვეყნის თასის ფინალში და ერთხელაც გუნდი ვიცე-ჩემპიონობამდე მიიყვანა. ფრუიძის ხელში „ჩიხურა“ ექვსჯერ გავიდა ევროტურნირებზე და ბოლო თამაშს თუ არ ჩავთვლით („აბერდინთან“ 0:5), დიდი ანგარიშით არ ჰქონდა წაგებული. ფრუიძის გუნდმა გამოთიშა თურქული „ბურსასფორი“...
არის ოქროც…
ეს უკვე სხვა საქმეა. ლამაზი სიზმარი, რომელიც ცხადად იქცა. ლოზანაში, სადაც ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გახურებულა, საქართველოს ოქროს მედალიც შეემატა. ზაფხულის სახეობებში ეს ამბავი არ გვიკვირს. ის კი არა, ერთხელ მაინც ასე რომ არ მოხდეს, სპორტის ქართველი გულშემატკივრები, სპეციალისტები და ჟურნალისტები იმ თამაშებს აუცილებლად წარუმატებლად შერაცხავენ, მაგრამ ზამთარში ოქრო კი არა, მედალიც ჩვენთვის დიდ ფუფუნებად...
უხერხული მეისეი…
ლევან გორგაძე ჰაცუ ბაშოზე არსტაბილურად ასპარეზობს – ერთ დღეს გამარჯვებით გვახარებს, მეორე დღეს კი… ამჯერად, ქართველის მეტოქე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა მეისეი იყო, რომელთან ურთიერთშეხვედრების მაჩვენებელი 0:2-ზე ჰქონდა. ამჯერადაც, პერსპექტიული იაპონელი რიკიში (სპორტსმენი) უკეთესი იყო და ტენდენცია მის სასარგებლოდ გაგრძელდა. ჩვენებურმა კარგად დაიწყო, თუმცა მეტოქემ შესანიშნავად დაიქნია, უკნიდან ხელი მიარტყა და ცუკიოტოშის კიმარიტეთი (ილეთით) ტოჩინოშინი დოჰიოდან...
ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი შინ წავიდა
ესეც, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი… დანია გავარდა! ეს მაშინ მოხდა, როდესაც E ჯგუფის ადრეულ შეხვედრაში უნგრეთმა ისლანდიას მოუგო და დანია-რუსეთის მატჩი ფორმალობად აქცია. დანიელებმა რუსებს მაინც აჯობეს — 31:28 და ეს იყო მათი პირველი გამარჯვება ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ზე. შედეგად, ქულის გარეშე დარჩენილი რუსები ბოლო ადგილზე ჩარჩნენ, ხოლო ნაქები მსოფლიოს ჩემპიონი ერთი მოგებითა და ერთი...
19 საათზე სპორტის სასახლეში
ხვალ, ხუთშაბათს, 16 იანვარს, 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება ხელბურთში ევრო 2022-ის შესარჩევი ფლეი-ოფის შეხვედრა საქართველოსა და ფინეთის ნაკრებ გუნდებს შორის. საპასუხო მატჩი 19 იანვარს ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიშია დანიშნული. ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე საქართველოს ხელბურთელ კაცთა ნაკრები 20 წელიწადია არ მდგარა. თუ სერბი მწვრთნელის ნიკოლა მაქსიმოვიჩის მომზადებული ქართველთა გუნდი ფინეთს დაამარცხებს, მოხვდება მთავარ შესარჩევ ეტაპზე, სადაც...
სვანიძეზე დამოკიდებული დე ბროინი
1 თებერვალს, „დინამო არენაზე“ რუმინეთის ნაკრებთან მატჩით, საქართველოს ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატში ჩაებმება. რაღა დარჩა – ორ კვირაზე ოდნავ მეტი, მაგრამ ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასის დასრულებიდან მოყოლებული, უმწვრთნელოდ უწევთ არსებობა. „მუხების“ დასახვედრად გუნდს ლევან მაისაშვილი მოამზადებს – ნაკრების ყოფილი დამრიგებლის, მილტონ ჰეიგის ასისტენტი და გუნდის დაცვის მწვრთნელი. მაგრამ ყველას გვაინტერესებდა, თუ ვინ ჩაიბარებს...
მესიმ უცნობი გამოარჩია
ფიქრობთ ეს სერხიო რამოსია? ცდებით. ან შესაძლოა ლეო მესიმ ის სათვალავში შეგნებულად არ ჩააგდო. რამოსი ხომ „რეალის“ თილისმა და კაპიტანია. ამიტომაც, „ბარსელონას“ ლიდერი და კაპიტანი თუ დაუძინებელი მტრის ბანაკიდან პრინციპულად არავის შეიმჩნევს რატომ უნდა გაგვიკვირდეს?! გსმენიათ პაბლო მაფეოს თაობაზე? გვეეჭვება, რადგან არა გვგონია „ჟირონას“ ფეხბურთელთა სახელები ბევრმა ზეპირად იცოდეს. 22 წლის ესპანელი მცველი კი არა...
საქართველომ საფრანგეთი ჩაძირა
პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ბუდაპეშტში დაწყებულ ვაჟ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს დაძაბულ ბრძოლაში 9:7 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი გარანტირებულია. წყალბურთის ქომაგებს, ალბათ, შეხსენება არ სჭირდებათ, რომ წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ურთულეს ჯგუფში მოხვდა, სადაც საფრანგეთის გარდა თავი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა იტალიამ და საკმაოდ ძლიერმა...









