დღე: იანვარი 30, 2020

Home 2020 იანვარი 30 (ხუთშაბათი)
რუმინეთამდე საქართველო
ჩანაწერი

რუმინეთამდე საქართველო

შაბათს, 1 თებერვალს, საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატში ჩაებმება. ბორჯღალოსანთა პირველი მეტოქე რუმინეთის ნაკრებია, რომელიც ამ ტურნირზე ჩვენი მორაგბეების ტრადიციული და უმთავრესი კონკურენტია. მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება, დასაწყისი 18:00 საათზე. ამასობაში საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, რომელსაც ლევან მაისაშვილი ხელმძღვანელობს, სამატჩო რაზმი გამოაქვეყნა.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 1.მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი...

გადადეს
ჩანაწერი

გადადეს

დღეს 30 იანვარია, მაგრამ რაგბის კავშირის მომდევნო ოთხწლეულის თავკაცის ვინაობას დღეს ვერ შევიტყობთ. რატომ? იმიტომ რომ კავშირის გამგეობამ არჩევნების თარიღი 30 იანვრიდან 24 თებერვლამდე გადაწია. რა გახდა ამ მოულოდნელი გადავადების მიზეზი? არჩევნებამდე 2 დღით ადრე გამგეობაში შევიდა განცხადებები არჩევნების ორი მონაწილისგან. ბაჩო ხურციძე არჩევნების წესდების ნიუანსებში გასარკვევად ითხოვდა დამატებით დროს, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს ეს პერიოდი...

ვერ მოხნა
ჩანაწერი

ვერ მოხნა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა ბადის პირველი ნახევარფინალი მეტისმეტად ადვილად პროგნოზირებადი აღმოჩნდა. 38 წლის როჯერ ფედერერს წილისყრაშივე გაუმართლა და ნახევარფინალამდე ისე იარა, ტოპ 40-დან არავინ შეხვედრია. იმათთანაც კაი ჯახირი დასჭირდა და მეოთხედფინალში სასწაულებრივ გადარჩენილი 7 მატჩბოლი რომ ვახსენოთ, ესეც საკმარისია. სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველმეჩოგნის ტიტულის დაბრუნებას ეშურება, დიდებულ ფორმაშიცაა და ყველა მეტოქე მოსრა. ჩანს, მობერებული როჯერიც...

სკამებს გლეჯდნენ და ისროდნენ
ჩანაწერი

სკამებს გლეჯდნენ და ისროდნენ

განრისხებული ოლე გუნარ სულშერი იმ ხულიგნებს მოსდგა, რომლებმაც „მანჩესტერ იუნაიტედის” სახელს ჩირქი მოსცხეს, „ეტიჰედზე” სკამები აგლიჯეს და მეტოქე გუნდის სექტორს დაუშინეს — „კარაბაოს თასის” ნახევარფინალში მანჩესტერული დერბი შედგა, „სიტის” „იუნაიტედმა” სტუმრად 1:0 მოუგო, მაგრამ პირველ შეხვედრაში 1:3 ჰქონდა წაგებული და გავარდა. ფინალში „სიტი” „ასტონ ვილას” შეხვდება. უპირველეს ყოვლისა კი ნორვეგიელმა იმ რადიკალური გჯუფის წევრები გაკიცხა,...

შავები პირველად მანჩესტერმა ჩაიცვა
ჩანაწერი

შავები პირველად მანჩესტერმა ჩაიცვა

ვინ გავიდა პირველი საფეხბურთო მოედანზე შავი ფორმით? „მანჩესტერ იუნაიტედი.“ ეს 1992 წელს, პრემიერლიგის დაარსების შემდეგ მოხდა. მანამ გუნდებს შავ ფერზე ტაბუ ჰქონდათ, რათა მაყურებელს მსაჯები და ფეხბურთელები არ არეოდათ. ეს აკრძალვა 1888 წლიდან მოქმედებდა. პრემიერლიგაში მსაჯებს უფლება მისცეს, შეერჩიათ საკუთარი უნიფორმის ფერი მეტოქე გუნდების ფორმიდან გამომდინარე. მანკუნიანელთა შავი ფორმა პოპულარობის ზენიტში ლეგენდარულმა ერიკ კანტონამ აიყვანა....

ჯერი ბათუმსა და ქუთაისზეა
ჩანაწერი

ჯერი ბათუმსა და ქუთაისზეა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა საქართველოს ხელბურთელ კაცთა ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრები. პირველ დღეს, „სტუ-იმედმა” 44:27 დაამარცხა „სპორტის უნივერსიტეტი”, ხოლო „პეგასმა” 45:38 სძლია „გორს”. სხვა სიტყვებით, პირველ დღეს გაიმარჯვეს გუნდებმა, რომლებიც ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან და რომელთაც მეორე დღეს მეტოქეები გაცვალეს. სენსაცია არც მეორე დღეს მომხდარა: „პეგასმა” 34:30 აჯობა „სპორტუნის”, ხოლო „სტუ-იმედმა” 46:30 მოუგო „გორს”. ამის მიუხედავად,...