წელი: 2019

Home 2019
სად იყო კრიშტიანუ?
ჩანაწერი

სად იყო კრიშტიანუ?

ლეო მესი 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. კრიშტიანუ რონალდუ „ლა სკალაში” გალა დაჯილდოებას არ დაესწრო. რონალდუ წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მაგრამ სცენაზე არ იყო. იქ იდგა ათი ფეხბურთელი, რომელთა უმეტესობაც მილანში ტურინთან შედარებით გაცილებით შორი მანძილიდან ჩავიდა. 34 წლის პორტუგალიელი დაშავებულია და დღეს, „ბრეშასა” და „იუვენტუსის” შეხვედრის განაცხადში არ არის შეყვანილი. ვითომ, ტრავმამ არ...

მესი, კლოპი და დანარჩენი საუკეთესოები
ჩანაწერი

მესი, კლოპი და დანარჩენი საუკეთესოები

ფიფამ მილანის ლა სკალაში წლის საუკეთესოები დაასახელა. მთავარ ნომინაციაში ლიონელ მესიმ გაიმარჯვა, რაც ამ 32 წლის ფეხბურთელისთვის უკვე მეექვსეა და ცხადია, გასაკვირი არც არის. ქვემოთ მესის და სხვა გამარჯვებულების ვიდეოებს წარმოგიდგენთ და იმასაც შეგახსენებთ, რომ ისევე როგორც უეფას, საქართველოში ფიფას მედია პარტნიორიც საქართველოდან, რა ხანია, „სარბიელი“ გახლავთ. წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი: ლიონელ მესი წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი:...

ფერარის ფოიერვერკი
ჩანაწერი

ფერარის ფოიერვერკი

წინა უქმეებზე ავტორბოლის მოყვარულთა ყურადღება უსათუოდ სინგაპურისკენ იქნებოდა მიპყრობილი. იქ მორიგი გრან პრის გათამაშება გაიმართა, რომელიც სებასტიან ფეტელმა მოიგო. ფორმულა 1-ის 32 წლის გერმანელი პილოტისგან ეს არავის უკვირს. ფეტელი, თავისი შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონის 4 ტიტულით იწონებს თავს, ხოლო გრან-პრიზე გამარჯვებებს ვინღა მოთვლის. ამიტომაც, სინგაპურის რბოლაშიც გამოცდილი პილოტი უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა და არც მან...

თამაში ერთი ტაიმი…
ჩანაწერი

თამაში ერთი ტაიმი…

43:14 – ეს ის ანგარიშია, რომელიც გვაიძულებს რეალობას თვალი გავუსწოროთ. სწორედ ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს ნაკრები უელსმა და ამით დაიხურა კიდეც იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის თასის პირველი ტური. ქართველებმა ცივი შხაპი თამაშის დებიუტშივე მიიღეს როცა მე-3 წუთზე ტურნირის უსწრაფესი ლელო გაუშვეს. ცენტრიდან დაწყებული იერიში „წითელმა დრაკონებმა“ ძალიან ენერგიულად განავითარეს და ქართველების დაცვის ხაზი ცენტრიდან...

უვარგისები
ჩანაწერი

უვარგისები

„ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ არ ნერვიულობს. მე კი მის ადგილზე ვინერვიულებდი. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ არ ნერვიულობს სულშერი. მას, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს და თავისი მოთამაშეები დაიცვას, მაგრამ ფაქტია, კვირას ისინი არაფრად ვარგოდნენ. და კიდევ, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გიჟები არ არიან — გუნდმა „ლონდონ სთედიუმზე” წარმოუდგენლად ცუდად ითამაშა და ფანებმა ეს ძალიან კარგად...

ვისი არია აჯობებს?
ჩანაწერი

ვისი არია აჯობებს?

ევროპამ თავის რჩეული უკვე დაასახელა – „ლივერპულის“ ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი. ორშაბათს, 23 სექტემბერს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს მილანის ლა სკალას თეტრში დაგეგმილ გალა წარმოდგენისას ფიფა გამოაცხადებს. საღამოს დიდი ჰოლანდიელი ფეხბურთელი რუუდ გულიტი და ტელეწამყვანი ილარია დამიკო გაუძღვებიან. ტრადიციულად, ფიფა საუკეთესოებს ამ ნომინაციებში გამოავლენს:  საკუთესო ფეხბურთელი ქალი  საუკეთესო ფეხბურთელი კაცი  საუკეთესო მწვრთნელი ქალი  საუკეთესო...

საქართველოსთვის მსოფლიო ტოიოტაში იწყება
ჩანაწერი

საქართველოსთვის მსოფლიო ტოიოტაში იწყება

ორშაბათს, თბილისის დროით 14 საათსა და 15 წუთზე იაპონიის ქალაქ ტოიოტაში დაიწყება მატჩი უელსისა და საქართველოს ნაკრებთა შორის, რომლითაც დაიწყება ჩვენი ბორჯღალოსნების იაპონური თავგადასავალი. თქმაც არ უნდა, რომ ამ თამაშს მთელი საქართველო მოუთმენლად ელის. მოლოდინი დიდია. პროგნოზებისგან ყველა თავს იკავებს, მაგრამ იხტიბარსაც არავინ იტეხს – ერთი მხრივ, რატომაც არა, 2017-ის ნოემბერში ხომ უღირსად გაგვექცნენ „დრაკონები“,...

ლომთა ძე
ჩანაწერი

ლომთა ძე

ყაზახურ ნურ-სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე „კლასიკოსებს“ არ ჩამორჩნენ „თავისუფლები“ და საქართველოს ჰიმნი მეორედ ააჟღერეს. 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ლომთაძემ ყველა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და ფინალში უპრინციპულეს მეტოქეს, რუს იდრისოვსაც 4:1 მოუგო. ერთადერთი რამ გვაფიქრებდა: თითქოს ფინალების კომპლექსი აწუხებსო, – აქამდე ბექას მსოფლიოს ერთი და ევროპის ორი ჩემპიონატის ფინალი ჰქონდა წაგებული. კომპლექსი დაძლეულია, ბექა...

პოდოლსკის მზიანი მიზანი
ჩანაწერი

პოდოლსკის მზიანი მიზანი

გაისად, ტოკიო 2020-ზე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს დაარსებიდან 124 წელი შეუსრულდება. ამ უდიდესი ისტორიის მანძილზე, მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როდესაც ფეხბურთი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში არ ყოფილა. 1896  წელს, ათენში, პირველ და 1932 წელს, ლოს-ანჟელესში, რიგით მეცხრე ზაფხულის ოლიმპიადაზე. ფეხბურთში, ოთხწლეულის ყველაზე გრანდიოზულ სპორტულ ფორუმზე ოქროს მედლები ყველაზე მეტჯერ – 3-3ჯერ დიდი ბრიტანეთის და უნგრეთის ნაკრებებს აქვთ...

ზეგოლისა და ავტოგოლის ამბავი
ჩანაწერი

ზეგოლისა და ავტოგოლის ამბავი

28-ე ტურით ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდა. ანუ, ტურნირის მესამედი მიილია და ახლა ყველაზე საინტერესო ეტაპი დგება. ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძვის და გასულ ტურში ორი ერთმანეთს შეხვდა. ბათუმის „დინამომ“ მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გახლდათ ზღვისპირელებისთვის. მათ ხომ, ფაქტობრივად, „ექვსქულიანი“ მატჩი მოიგეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ბათუმელთა ლეგიონერის ჯოვინო ფლამარიონის ზეგოლი...