კატალონიელმა ჟურნალისტებმა შობის დღეებში რატომღაც ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშება და „ლივერპულთან” „ბარსელონას” შოკისმომგვრელი მარცხი (0:4) გაიხსენეს. „ბლაუგრანას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ, საკლუბო საიტზე თავისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეზე ასე ილაპარაკა:
„სანამ „ლივერპულს” შევხვდებოდით, ჩემპიონთა ლიგაში საუცხოოდ გამოვდიოდით. თამაშის დასაწყისში „ენფილდზეც” გვქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგემ დაგვასწრო, რის შემდეგაც ფსიქოლოგიურად გავტყდით. ჩვენ დავიწყეთ ნერვიულობა. შეგვეშინდა, „რომასთან” წინა წელს მომხდარი ამბავი არ განმეორებულიყო. ჩვენი მხრიდან ეს იყო სისუსტის წამი, რომლის გამოც დავისაჯეთ. უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ „ლივერპულთან” მარცხმა ესპანეთის თასის ფინალზეც (1:2 „ვალენსიასთან”) იმოქმედა. „ენფილდზე” რომ მოგვეგო, თასის ფინალში სხვანაირად ვითამაშებდით”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
