კატალონიელმა ჟურნალისტებმა შობის დღეებში რატომღაც ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშება და „ლივერპულთან” „ბარსელონას” შოკისმომგვრელი მარცხი (0:4) გაიხსენეს. „ბლაუგრანას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ, საკლუბო საიტზე თავისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეზე ასე ილაპარაკა: „სანამ „ლივერპულს” შევხვდებოდით, ჩემპიონთა ლიგაში საუცხოოდ გამოვდიოდით. თამაშის დასაწყისში „ენფილდზეც” გვქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგემ დაგვასწრო, რის შემდეგაც ფსიქოლოგიურად გავტყდით. ჩვენ დავიწყეთ ნერვიულობა. შეგვეშინდა,...
