ფრანგული „მონპელიეს” 18 წლის ქართველმა ხელბურთელმა, მარჯვენა ინსაიდმა გიორგი ცხოვრებაძემ გულშემატკივარს კვლავ გული გაუხარა — სათასო მეთექვსმეტედფინალში, „ანესს” ხუთი გოლი გაუტანა. ჯერჯერობით ეს გახლავთ გიოს ყველაზე შედეგიანი თამაში საფრანგეთისა და ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის ძირითად შემადგენლობაში, სადაც მაღალი დონის ცაცია მოთამაშეებს შორის დიდი კონკურენციაა და მთავარ გუნდში დამკვიდრება იოლი საქმე არ არის.
„მონპელიემ” „ანესს” 35:26 მოუგო. უნდა აღინიშნოს, რომ პატრის კანაიემ ამ შეხვედრაში საბრძოლო შემადგენლობა ათამაშა.
ცხოვრებაძეს მიმდინარე სეზონში, საფრანგეთის სტარლიგაში 7 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 1 გოლი გატანილი. იმავდროულად, გიომ თვით ჩემპიონთა ლიგაშიც შეიძინა გამოცდილება.
საფრანგეთის ჩემპიონატს 22 ქულით „პარი სენ ჟერმენი” ლიდერობს. მას მოსდევენ 16-ქულიანი გუნდები „მონპელიე”, „ნიმი”, „ტულუზი” და „ნანტი”.
ორი ტურის შემდეგ საფრანგეთში საშობაო არდადეგები იწყება, იანვარში კი გიორგი ცხოვრებაძე საქართველოს ნაკრების საპასუხისმგებლო თამაშებით იქნება დაკავებული. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს 10-12 იანვარს მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდში იტალიასთან, რუმინეთთან და კოსოვოსთან უწევს თამაში. ეს ტურნირი იტალიაში გაიმართება. ხოლო 16 და 19 იანვარს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ რაუნდში საქართველო შინ და სტუმრად შეხვდება ფინეთს. 16 იანვარს მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
