თვე: ნოემბერი 2019

Home 2019 ნოემბერი
ხელბურთელებმა დაიწყეს
ჩანაწერი

ხელბურთელებმა დაიწყეს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატი კაცთა შორის. პირველ დღეს თბილისის „პეგასმა” 39:34 მოუგო „გორს”, „სტუ-იმედმა” კი 39:32 აჯობა „სპორტის უნივერსიტეტს”. ახალი სეზონისთვის „გორმა” დაიმატა მეკარე ჯონი ცერცვაძე, რომელმაც 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში ბათუმის BSB-ს შვიდმეტრიანების სერია მოაგებინა „ქუთაისთან”. „პეგასს” კი პირიქით, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდა – ნიკოლოზ კალანდაძე საფრანგეთში, კერძოდ „შამბერიში” გადაბარგდა, გიორგი ლაპიაშვილი...

ბომბარდირი მეკარე
ჩანაწერი

ბომბარდირი მეკარე

მაგარი ამბავი: საქართველოს რეგიონული ლიგის ზედა ჯგუფში სამი წლის წინ შექმნილმა „თბილისმა“ ერთ დროს უმაღლესლიგელ გურჯაანის „ალაზანს“ 9:1 მოუგო, აქიდან ექვსი გოლი  გოლი კი… მეკარემ გაიტანა!!! ფრიად უცნაურ შემთხვევასთანაც გვაქვს საქმე: დევი გაბიჩვაძე „თბილისის“ მეკარეა და  „ალაზანამდე“ წინა ტურში „კოლხთან“ (8:0) სამი გოლი მიითვალა… დიახ, 25 წლისაა და ამ სეზონს თუ არ ჩავთვლით, თითქმის სულ...

სახის კონტროლი და სარაკეტო სისტემები
ჩანაწერი

სახის კონტროლი და სარაკეტო სისტემები

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებამდე ქვეყანაში, შესაძლოა, განათავსონ განახლებული თავდაცვითი სარაკეტო სისტემები, უპირველესად კი ამის გაკეთებას ტოკიოში გეგმავენ. როგორც ირკვევა, თავდაცვითი სისტემების ახალი ვერსია დღეს არსებულზე გაცილებით ეფექტური იქნება,  თანაც ბალისტიკური რაკეტების და ამოუცნობი საფრენი აპარატების, მათ შორის – დრონებისგან დაცვის ხარისხს გააუმჯობესებს. საინტერესოა, რომ მსგავს ანტისარაკეტო და საფრენ...

სიტყვათა ომი ლივერპული-სიტის წინ
ჩანაწერი

სიტყვათა ომი ლივერპული-სიტის წინ

პეპ გვარდიოლამ ლივერპულელ სადიო მანეზე თქვა „მყვინთავი” არისო, რაზეც კოლეგას იურგენ კლოპმა უპასუხა. თავის მხრივ, მერსისაიდელთა გერმანელმა თავკაცმა „მანჩესტერ სიტი” ტაქტიკურ ფოლებში დაადანაშაულა. „ის ხანდახან ყვინთავს”, — ასე თქვა მანეს შესახებ „ქალაქელების” კატალონიელმა მწვრთნელმა შაბათს, მას მერე რაც „ლივერპულმა” ბირმინგემში „ასტონ ვილას” 2:1 მოუგო. კონკურენტი გუნდის ფეხბურთელზე კრიტიკულად ლაპარაკი გამოწვევას ჰგავდა, მითუფრო, რომ ახლა კვირას,...

იწყება საქართველოს ჩემპიონატი
ჩანაწერი

იწყება საქართველოს ჩემპიონატი

ხვალ, 5 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება საქართველოს ხელბურთელ კაცთა 30-ე ჩემპიონატი, რომელშიც ტრადიციულად 8 გუნდი მონაწილეობს. თბილისში გაიმართება აღმოსავლეთის ტური, რასაც 11 ნოემბრიდან ქუთაისის სპორტის სასახლეში დასავლეთის გუნდების თამაშები მოჰყვება. შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს უცვლელი ჩემპიონია ბათუმის BSB („შავი ზღვის ბიჭები”). 5 ნოემბერი, თბილისი 16:00 პეგასი – გორი 18:00 იმედი-სტუ – სპორტუნი...

ნაგავი წვიმდა ლონდონში
ჩანაწერი

ნაგავი წვიმდა ლონდონში

„კრისტალ პალასის” ფანებმა სტუმრად ჩასული „ლესტერ სიტის” მეკარეს კასპერ შმაიხელს დაჭმუჭნული ქაღალდები დააყარეს. ეს ამბავი „სელჰარსტ პარკზე” მოხდა. ტრიბუნიდან გადმოყრილმა ნაგავმა დანიელი მეკარე თავიდან გაახალისა. მან მასპინძელ ფანებს გაუღიმა და ქაღალდი უკან გადაუგდო – ასე ვთქვათ ხუმრობაში აჰყვა – მაგრამ „პალასის” ქომაგები არ დაცხრნენ. ტრიბუნიდან მეტი და მეტი ნაგავი წამოვიდა, რამაც დიდი პიტერ შმაიხელის 32...

კუმანის პუნქტი
ჩანაწერი

კუმანის პუნქტი

„რასაკვირველია, გადადგომაზე არ ვფიქრობ. ეს ერთი ჩვეულებრივი დამარცხება იყო”, — თქვა „ბარსელონას” თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ „ლევანტესთან” 1:3 წაგების შემდეგ. ამის მიუხედავად, 55 წლის  ბასკის გადადგომაზე ლაპარაკი არ წყდება. „მარკამ” ვალვერდეს ცხრა წუნიც კი ჩამოუთვალა, რომელთა შორის იყო არეული დაცვა და ანტუან გრიზმანის დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი. რაკიღა „ბარსას” მწვრთნელის გადაყენებაზე ლაპარაკობენ, ბუნებრივია მის სავარაუდო შემცვლელებსაც...

დებიუტანტი ჩემპიონი
ჩანაწერი

დებიუტანტი ჩემპიონი

შესანიშნავი 2019 წელი ჰქონდა ეშლი ბარტის, რომელიც იდეალურად დაასრულა. 23 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელისთვის სეზონის გვირგვინი შენჟენში გამართული ქალთა შემაჯამებელი ტურნირი გახლდათ, სადაც მან საჩოგბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რეიტინგის სათავეში შემთხვევით არ იმყოფება. რა თქმა უნდა, 23 წელი ადამიანის ცხოვრებაში დიდი ასაკი არ არის, მაგრამ სპორტსმენისთვის და განსაკუთრებით ჩოგბურთელისთვის ცოტააო, ნამდვილად ვერ ვიტყვით. თუ...

გოგა თავიდან
ჩანაწერი

გოგა თავიდან

ესეც ასე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ გოგა ბითაძე ნბა-ს სწრაფად გაუშინაურდა, ბოძებულ შანსაც კარგად იყენებს და რაც მთავარია „ინდიანა პეისერსის“ სამწვრთნელო შტაბი მას ენდობა. ჩვენებურმა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახლადდაწყებულ სეზონში ინდიანაპოლისელთა რიგებში უკვე მეოთხედ ითამაშა და თავი არც ამჯერად შეურცხვენია. თუ წინა შემთხვევებში ქართველი კალათბურთელი პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა, ამჯერად ის სასტარტო ხუთეულში იყო. ეს...

იყო!
ჩანაწერი

იყო!

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და ბათუმის „დინამოს,“ – მეხივით გავარდა ბათუმური კლუბის მფლობელის, არჩილ ბერიძის სიტყვები „ჩიხურასთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც ზემოიმერლებმა 2:0 მოიგეს. სტუმრებს პროტესტის საფუძველი, ცხადია, ჰქონდათ. მათთვის ხომ ყოველ ქულას უკვე ბაჯაღლო ოქროს ფასი დაედო. იყო მართლაც ეპიზოდი, როცა ზღვისპირელთა შეტევისას, ლადო დვალიშვილის დარტყმული ბურთი საჩხერელ მცველს დავით მაისაშვილს, საკუთარ...