თვე: ნოემბერი 2019

Home 2019 ნოემბერი
მატეომ დახურა
ჩანაწერი

მატეომ დახურა

შეივსო. ახლა, უკვე ლონდონში ცხელ კვირას საჩოგბურთო ბატალიებს და დიდ ვნებათაღელვას ველოდებით. სამეფო სპორტის ქომაგები უმალ მიხვდებოდნენ, რომ საუბარი წლის შემაჯამებელ ტურნირზე გვაქვს, რომელსაც ინგლისის დედაქალაქი ბოლოსწინაჯერ მასპინძლობს. არახალი ამბავია, რომ ATP-მ ვაჟთა შორის შემაჯამებელ შეჯიბრს ადგილი შეუცვალა და 2021 წლიდან ის ტურინში გაიმართება. იტალიურ ქალაქს, ეს პატივი 2025 წლამდე ექნება. 2019 წლის შემაჯამებელი ტურნირის...

ჰოლიფილდის გამარხვების გამო
ჩანაწერი

ჰოლიფილდის გამარხვების გამო

ამბობენ, რომ კრივი ვერაგი, საშიში და დაუნდობელი სპორტია. იმასაც ამბობენ, რომ მისი სადავეები არათუ უბრალოდ ჯენტლმენებს, არამედ ტყიდან გამოვარდნილ მხეცებს, ნაყაჩაღარ ელემენტებს და ქუჩისპირებზე გაზრდილ ნაძირალებს უპყრიათ ხელთო. ამის მაგალითად ობერთაღლითი დონ კინგი მოჰყავთ და ამბობენ, დონი ქუჩურ, ძველბიჭურ ინსტინქტებს ნერგავს კრივში, სავსებით ნორმალური მოკრივენი იდიოტებად და ნადირებად გამოჰყავს ხალხში, რათა მაყურებელმა ადამიანური ვერაფერი შენიშნოს...

გოგამ იფრინა
ჩანაწერი

გოგამ იფრინა

ეს უკვე სხვა საქმეა. „ინდიანა პეისერსი“ ვგონებთ არ შემცდარა მიმდინარე სეზონისწინა დრაფტზე არჩევანი სწორედ ჩვენებურზე რომ გააკეთა. 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება. ასეთია გოგა ბითაძის მონაგარი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ მატჩში 2016 წლის ჩემპიონის – „კლივლენდის“ წინააღმდგ. 20 წლის ქართველს, ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა. წინა მატჩებისგან განსხვავებითაც, „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა გოგას გაცილებით...

ინგლისელ მორაგბეთა კაპიტანი კინაღამ მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე გახდა
ჩანაწერი

ინგლისელ მორაგბეთა კაპიტანი კინაღამ მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე გახდა

ინგლისის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი ოუენ ფარელი შეიძლებოდა „მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე გამხდარიყო. დღეს ფარელი 28 წლისაა, მაგრამ როდესაც ცამეტისა იყო, „იუნაიტედში” გასინჯეს. რიჩარდ ჰერტისი, რომელიც ახლა მანჩესტერელთა მთავარი გუნდის მეკარეებს წვრთნის, ვარაუდობს, რომ ინგლისური რაგბის ვარსკვლავი „ოლდ ტრეფორდსაც” შესანიშნავად მოერგებოდა. ჰერტისი იგონებს: „ოუენი შთამბეჭდავი ბავშვი იყო. მასთან რამდენიმეწუთიანი ნაცნობობაც საკმარისი იყო, რომ მიმხვდარიყავი რამდენად მობილიზებულ ადამიანთან...

ინტერი ბარსას ბებრებს ჩაუსაფრდა
ჩანაწერი

ინტერი ბარსას ბებრებს ჩაუსაფრდა

კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ინტერის” მწვრთნელი ანტონიო კონტე „ბარსელონას” ფეხბურთელებით, არტურო ვიდალითა და ივან რაკიტიჩით არის დაინტერესებული. იტალიურ „კორიერე დელო სპორტზე” დაყრდნობით „სპორტი” გვამცნობს, რომ „ნეროაძურის” მთავარი მიზანი მაინც უფრო ვიდალია, ვიდრე რაკიტიჩი. „ჩელსის” ყოფილ თავკაცს სურს იანვარში თავისი გუნდის შემადგენლობა გააძლიეროს. შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმდე” კონტე „იუვენტუსსაც” ედგა სათავეში და ჩილელ ნახევარმცველს სწორედ იმ დროიდან...

უქულო რვანახევარი
ჩანაწერი

უქულო რვანახევარი

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციაში „ინდიანა პეისერსმა“ მიჯრით წაგებული 3 თამაში შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. ინდიანაპოლისელები ნიუ იორკში ჩავიდნენ და ადგილობრივი „ბრუკლინი“ 118:108 დაამარცხეს. მიმდინარე სეზონში თუ რატომ არის „ინდიანა“ ჩვენი მხრიდან გამადიდებელი ლუპის ქვეშ კალათბურთის ქომაგებს ალბათ არ ესწავლებათ. ქართული კალათბურთის იმედი გოგა ბითაძე ხომ NBA-ს სეზონისწინა დრაფტზე სწორედ „პეისერსმა“ დაისაკუთრა. ჩვენებურის დებიუტიც წინა ტურში...

ორმოცდაათიანელები
ჩანაწერი

ორმოცდაათიანელები

ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის გარდა აქ ახალგაზრდა სტეფანოს ციციპასზე უნდა გითხრათ. აბა, უნიჭიერესი ბერძენი მეჩოგნე ტიტულებით ჯერ სერბთან და ესპანელთან სად მივა, მაგრამ „რაღაცით“ მათ მაინც გაუტოლდა. ჩოგბურთი ემოციებთან, სიხარულთან, იმედგაცრუებასთან, ტიტანურ შრომასთან და სხვა ფაქტორებთან ერთად სტატისტიკაც არის. ჰოდა, სტატისტკოსებიც ყველაფერს ითვლიან და აღნუსხავენ. რა თქმა უნდა, ამ საქმეს აწარმოებს ATP-იც და დეკემბრის...

ჯაკა ბოდიშს არ მოიხდის
ჩანაწერი

ჯაკა ბოდიშს არ მოიხდის

გრანიტ ჯაკამ „არსენალის” ფანების ლანძღვა განმარტა. შვეიცარიელმა თქვა, რომ ჭკუა მაშინ გადაეკეტა, როდესაც ტრიბუნიდან ვიღაცამ მის ქალიშვილს კიბო უსურვა. ამის გარდა, ზოგი მის ცოლს დამუქრებია სიკვდილით, ზოგი კი პირადად მას ფეხების გადამტვრევით. ჯაკა ბოდიშის მოხდას არ აპირებს. განცხადება, რომელიც „არსენალის” „ტვიტერზე” გრანიტ ჯაკას სახელით გამოქვეყნდა, წერია: „კვირა შუადღისას მომხდარის გასაანალიზებლად გარკვეული დრო დამჭირდა და ახლა...