კენიელი მძლეოსნები ჯეფრი კიპსანგ კამვორორი და ჯოისილინ ჯეპკოსგეი ნიუ იორკის ყოველწლიური მარათონის გამარჯვებულები გახდნენ. ამ ქალაქში მარათონი ტრადიციულად ნოემბრის პირველ კვირა დღეს ტარდება. ჯეფრი კიპსანგ კამვორორისთვის ეს ნიუ იორკში მოგებული პირველი ტიტული არ არის, კენიელმა აქ 2017 წელსაც გაიმარჯვა. ამჯერად მისი შედეგი 2 საათი 8 წუთი და 13 წამი იყო. ქალთა შორის საუკეთესო ჯოისილინ ჯეპკოსგეიმ...
ბაიერნმა კოვაჩი გააძევა
ხორვატი სპეციალისტი ნიკო კოვაჩი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ეს მას მერე მოხდა, რაც ბუნდესლიგის მეათე ტურში ბავარიელები ფრანკფურტის „აინტრახტთან“ სამარცხვინოდ – 1:5 განადგურდნენ. „ბოლო კვირების განმავლობაში გუნდის შედეგებმა გვაჩვენა, რომ სასწრაფოდ უნდა გვემოქმედა“ – განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ. ახლა „ბაიერნი“ სატურნირო ცხრილში მისთვის უჩვეულო მე-4 ადგილს იკავებს. მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით...
ლუის ჰემილტონმა მსოფლიოს მეექვსედ შემოუარა
მერსედესის ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 34 წლის ბრიტანელმა შეერთებული შტატების გრან პრიზე მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა საერთო ჩათვლაში იმხელა უპირატესობას ფლობდა, რომ ეს მეორე ადგილიც ჩემპიონობისთვის საკმარისი გამოდგა. ჰემილტონის უახლოესი მდევარი მისივე თანაგუნდელი ვალტერ ბოტასი იყო. ამგვარად, ლუის ჰემილტონი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულებით ლეგენდარულ ხუან მანუელ ფანხიოს გაუთანაბრდა. წინ კი მხოლოდ მიხაელ...
საშინელი ტრავმა
ტოტენჰემელი სონი ევერტონელ ანდრე გომეშს ბურთის წასართმევად ჩაუხტა. ამ ეპიზოდში პორტუგალიელი ისე დაშავდა, რომ სონი თავად დაიზაფრა. სამხრეთ კორეელმა წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ მისთვის ეს მთავარი სასჯელი არ იყო. მთავარი შოკი გახლდათ, რომელიც სონმა დაშავებული გომეშის დანახვაზე განიცადა. ტრავმირებულ ნახევარმცველს, ცხადია, დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. როდესაც პორტუგალიელი მოედნიდან გაყავდათ, „გუდისონ პარკი” ტაშს უკრავდა. ვეტერანმა ჯეიმი...
ორი ქართველი vs ერთი ქართველი
ხელბურთში მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერებმა სკოპიეს „მეტალურგმა” და „ოჰრიდმა” 29:29 ითამაშეს. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სამი წევრი მონაწილეობდა. ვეტერანმა მარჯვენა გარემარბმა, მეტალურგელმა რევაზ ჭანტურიამ 4 გოლი გაიტანა. სკოპიეს გუნდში ჭანტურიას მხარდამხარ ირაკლი კბილაშვილიც თამაშობდა. „ოჰრიდის” ღირსებას იცავდა ლექსო წითელიშვილი. „მეტალურგი” 20 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, ხოლო „ოჰრიდი” 19 ქულით მეორეზეა. ჭანტურიასთან ერთად მასპინძელ გუნდში ყველაზე შედეგიანები...
„ცხუმ-აფხაზეთი“ და „ქართული კალათბურთი“
საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ვარჯიშობს საქართველოს 2019 წლის სუპერთასის მფლობელი და სუპერლიგის მონაწილე გუნდი „ცხუმ-აფაზეთი“ ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს კინოაკადემიის წევრის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ქართული კალათბურთის“ ჩვენება შედგა. ამის შესახებ გუნდი “ცხუმ-აფხაზეთის” პრეს-სამსახური იუწყება. ჩვენებას დაესწრნენ „ცხუმ-აფხაზეთის” კალათბურთელები (მათ შორის გუნდის 4 ამერიკელი ლეგიონერი), მწვრთნელები და ადმინისტრაცია, თავად რეჟისორი...
რეალმა ვერ ისარგებლა
„რეალმა” „ბარსელონას” მოულოდნელი წაგებით ვერ ისარგებლა და ლა ლიგის ცხრილს სათავეში ვერ მოექცა. „თეთრებმა” „ბეტისთან” შინ 0:0 ითამაშეს. მადრიდელებმა მე-10 წუთზე გოლი კი გაიტანეს, ეს ედენ აზარმა მოახერხა, მაგრამ ვიდეორეფერიმ არ ჩათვალა. მიზეზი: ოფსაიდი. ამრიგად, „რეალი” და „ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილს 22-22 ქულით ლიდერობენ. კატალონიური გუნდი გოლების უკეთესი სხვაობის გამო მაინც პირველ ადგილზეა. მატჩის შემდეგ...
ვერავინ ვერაფერს მიხვდა
„ბარსელონამ” „ლევანტესთან” 1:3 წააგო. ამ მწარე დამარცხების შემდეგ, ჟურნალისტებმა მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს გადადგომაზე ჩამოუგდეს სიტყვა. ბასკმა უპასუხა, რომ „ბარსას” დატოვებას არ აპირებს. „გადადგომაზე არ ვფიქრობ, — თქვა ვალვერდემ, — ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რა მოხდა და საკუთარ თავს ვკითხოთ რატომ დაგვემართა ეს”. „ბლაუგრანასთვის” მიმდინარე ჩემპიონატში ეს გახლდათ მესამე დამარცხება „კამპ ნოუს” გარეთ, სტუმრად. ესპანეთის ჩემპიონის ახალწვეული...
ცხოვრებაძის გუნდის დრამატული ფრე
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „პორტუ” შინ კარგად თამაშობს — „მონპელიესთან” შეხვედრამდე 3 მატჩიდან 5 ქულა ჰქონდა და გიორგი ცხოვრებაძის გუნდის დამარცხების შემთხვევაში კიდევ უფრო მყარად დადგებოდა ფეხზე. ანგარიში მართლაც „პორტუმ” გახსნა, მაგრამ შემდეგ 6 წუთში ფრანგების დაცვა ანთებულ მასპინძლებს მტკიცედ დაუდგა, პორტუგალიური კლუბის ყოფილმა მოთამაშემ ჟილბერტო დუარტემ კი ორი გოლიც გაუტანა და ამ მონაკვეთში „მონპელიე”...
მესამედ – სამხრეთ აფრიკამ მოიგო, ინგლისმა წააგო
ჯერ შევაჯამოთ: 🏉 რაგბის მსოფლიო თასის მეცხრე გათამაშებაც დასრულდა. ცხრიდან სამჯერ გამარჯვებული სამხრეთ აფრიკა გახდა, რითაც გაუთანაბრდა კიდეც ახალ ზელანდიას. 🏉 თავის მხრივ, ამ ფინალის შემდეგ ინგლისიც გაუთანაბრდა საფრანგეთს, ოღონდ წაგებული ფინალების რაოდენობით, ინგლისელებისთვის ეს მესამე წაგებული ფინალი გამოდგა. 🏉 სულ კი 9 ფინალიდან 8 სამხრეთ ნახევარსფეროელებს აქვთ მოგებული. მომდევნო გათამაშება კი, 2023 წელს, საფრანგეთში...









