ლუის ჰემილტონმა მსოფლიოს მეექვსედ შემოუარა

Home კატეგორიის გარეშე ლუის ჰემილტონმა მსოფლიოს მეექვსედ შემოუარა
ლუის ჰემილტონმა მსოფლიოს მეექვსედ შემოუარა

მერსედესის ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

34 წლის ბრიტანელმა შეერთებული შტატების გრან პრიზე მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა საერთო ჩათვლაში იმხელა უპირატესობას ფლობდა, რომ ეს მეორე ადგილიც ჩემპიონობისთვის საკმარისი გამოდგა. ჰემილტონის უახლოესი მდევარი მისივე თანაგუნდელი ვალტერ ბოტასი იყო.

ამგვარად, ლუის ჰემილტონი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულებით ლეგენდარულ ხუან მანუელ ფანხიოს გაუთანაბრდა. წინ კი მხოლოდ მიხაელ შუმახერია, რომელიც 7-ჯერ გამხდარა მსოფლიოში საუკეთესო.

ფორმულა 1-ში ჰემილტონის ჩემპიონობის წლებია: 2008, 2014, 2015, 2017, 2018, 2019.

ავტორის პროფილი

გიორგი დარჯანია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.