ხელბურთში EHF-ს თასი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რანგით მეორე საკლუბო შეჯიბრებაა და მასში საქართველოს ნაკრების წევრების რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის გუნდი სკოპიეს „მეტალურგი” მონაწილეობს.
„მეტალურგი” თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც სლოვენიურ „ველენიეს” ხვდება. პირველი მატჩი, სტუმრად, მაკედონიელებმა 19:24 წააგეს და ახლა მეტოქეს 24 ნოემბერს შინ ელოდებიან.
ორივე ქართველი „მეტალურგის” სასტარტო შემადგენლობაში იყო. კბილაშვილმა ერთი გოლი გაიტანა, ჭანტურიამ კი შეუცვლელად ითამაშა და თავი სამი გატანილი ბურთით გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი სკოპიეს გუნდმა მოიგო — 11:10, თუმცა შესვენების შემდეგ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/08/2026 | 08:55არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო
აქეთურ-იქითური08/08/2026 | 07:42სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
