საქართველოს ნაკრების ხელბურთელების, გარემარბ რევაზ ჭანტურიასა და გამთამაშებელ ირაკლი კბილაშვილის კლუბმა, სკოპიეს „მეტალურგმა” EHF თასის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩში, შინ 23:23 ითამაშა სლოვენიის „ველენიესთან” და შეჯიბრებას გამოეთიშა. „ველენიეს” პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 24:19 ჰქონდა მოგებული. საპასუხო თამაშის პირველ ტაიმში „მეტალურგმა” გაიმარჯვა 13:10, თუმცა მეორე ნახევარი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს, სასურველ ფრეს მიაღწიეს და ჯგუფურ ეტაპზე...
ჭდე: ირაკლი კბილაშვილი
კბილაშვილი და ჭანტურია EHF-ს თასზე
ხელბურთში EHF-ს თასი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რანგით მეორე საკლუბო შეჯიბრებაა და მასში საქართველოს ნაკრების წევრების რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის გუნდი სკოპიეს „მეტალურგი” მონაწილეობს. „მეტალურგი” თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც სლოვენიურ „ველენიეს” ხვდება. პირველი მატჩი, სტუმრად, მაკედონიელებმა 19:24 წააგეს და ახლა მეტოქეს 24 ნოემბერს შინ ელოდებიან. ორივე ქართველი „მეტალურგის” სასტარტო შემადგენლობაში იყო. კბილაშვილმა ერთი გოლი გაიტანა,...
ორი ქართველი vs ერთი ქართველი
ხელბურთში მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერებმა სკოპიეს „მეტალურგმა” და „ოჰრიდმა” 29:29 ითამაშეს. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სამი წევრი მონაწილეობდა. ვეტერანმა მარჯვენა გარემარბმა, მეტალურგელმა რევაზ ჭანტურიამ 4 გოლი გაიტანა. სკოპიეს გუნდში ჭანტურიას მხარდამხარ ირაკლი კბილაშვილიც თამაშობდა. „ოჰრიდის” ღირსებას იცავდა ლექსო წითელიშვილი. „მეტალურგი” 20 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, ხოლო „ოჰრიდი” 19 ქულით მეორეზეა. ჭანტურიასთან ერთად მასპინძელ გუნდში ყველაზე შედეგიანები...


