გრანიტ ჯაკას „არსენალის” კაპიტნობა ჩამოართვეს. ეს ცნობა თავად „მეთოფეთა” მწვრთნელმა უნაი ემერიმ დაადასტურა. ის მას-მედიის წარმომადგენლებს „გიმარაეშთან” ევროლიგის თამაშის წინ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე შეხვდა.
ჯაკას ამბავი ახალია და დიდი შეხსენება არ სჭირდება: მან საკუთარ გულშემატკივრებს აგინა. შვეიცარიელი გუნდს პორტუგალიაში არ გაჰყვა და დღეს არ ითამაშებს.
ემერიმ თქვა: „გრანიტს ველაპარაკე. ის „არსენალის” კაპიტანი აღარ არის. მე მას ყველაფერი ავუხსენი. დამეთანხმა. ამრიგად, ჩემთვის ჯაკას საკითხი ამოწურულია.
დღეს გრანიტი გუნდთან ერთად არ არის, რადგან შოკიდან გამოსასვლელად მეტი დრო სჭირდება. ის ყოველდღე ვარჯიშობს გუნდთან ერთად. რასაკვირველია, ახლავე შეგვეძლო მორიგი ნაბიჯი გადაგვედგა, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ. ჯერჯერობით, უმჯობესია სიმშვიდე შევინარჩუნოთ”.
ემერის ისიც კი ჰკითხეს, დარჩება თუ არა ჯაკა საერთოდ „ემირეითს სთედიუმზე”. ბასკმა უპასუხა, რომ დღეს მისი გონება მხოლოდ „გიმარაეშთან” თამაშით არის დაკავებული, თუმცა შემდეგ დიპლომატიურად დასძინა:
„ის ჩვენი ფეხბურთელია და პატივი უნდა ვცეთ”.
„არსენალის” ახალ კაპიტნად კი პიერ-ემერიკ ობამეიანგი დანიშნეს. გაბონელს „მეთოფეთა” კაპიტნის სამკლავური „ვულვერჰემპტონთან” ფრედ დასრულებულ თამაშზე უკვე ეკეთა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
სიახლეები26/08/2026 | 09:50ლუის ენრიკე დემბელეს ორშაბათამდე ასვენებს
მთავარი ამბავი26/08/2026 | 08:08აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!
