დღეს იაპონიაში ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. წესით პირველი დღის მთავარი მატჩი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის საფრანგეთის ნაკრებისა და აზიის ჩემპიონის სამხრეთ კორეის გუნდის დაპირისპირება უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა. იამაგა სიტის „ოვეროლ ჯიმნაზიუში” შეკრებილმა მაყურებელმა ისიამოვნა თამაშით, სადაც კორეელებმა პირველი ტაიმის ერთბურთიანი ჩამორჩენა ორგოლიან გამარჯვებად აქციეს — 29:27. გულშემატკივრისთვის პირველივე წუთებიდან ადვილი მისახვედრი გახდა, რომ...
პირველი მეჩვიდმეტეს ამბავი…
კვირას, 1 დეკემბერს, ეროვნული ლიგის ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. ლიდერი, თბილისის „დინამო,“ უკვე კარგა ხნის გავარდნილ „ვიტ ჯორჯიას“ შინ დაუპირისპირდება, მისი კონკურენტი და თანაკლუბელი „ბათუმი“ კი თბილისში, ასევე უმოტივაციო „ლოკომოტივს“ ეწვევა. თბილისელები 2 ქულით უსწრებენ უშუალო კონკურენტს და მოგების შემთხვევაში, ჩემპიონობას გაიფორმებენ, თანაბარქულიანობის შემთხვევაში კი (ვთქვათ, „დინამომ“ ფრედ ითამაშა და „ბათუმმა“ მოიგო) ჩემპიონი „ბათუმი“ გახდება, რადგან...
მათ პირობებიც ჩვენზე უკეთესი აქვთ
„შპორტ ბილდში” გამოქვეყნდა გერმანიის ნაკრებისა და „რეალის” 29 წლის ნახევარმცველის ტონი კროოსის ინტერვიუ. საუბარი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატსა და ბუნდესნაკრების მზადებას შეეხო. გთავაზობთ მის გადმოქართულებულ ვარიანტს. — ახლოვდება 2020, ევროპის ჩემპიონატის წელიწადი. რა განწყობითა და ფიქრებით ხვდებით მას? — მსურს გერმანიის ნაკრებთან ერთად ახალ წარმატებას მივაღწიო. მარტში ორი ამხანაგური თამაში გველის, რომლებიც ისე უნდა გამოვიყენოთ,...
„ყვარელმა” ხელვაჩაურში მოიგო
საქართველოს ქალ ხელბურთელთა ჩემპიონატი ხელვაჩაურში გაგრძელდა. პირველ შეხვედრაში „აჭარამ” დაამარცხა თბილისის „მამული” 29:19. თავიდან „მამული” დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი აჭარელებმა მოიგეს (13: 11), შესვენების შემდეგ კი უპირატესობა გაზარდეს და საბოლოოდ ათბურთიანი სხვაობით მოიგეს. ყველაზე შედეგიანები იყვნენ გამთამაშებელი ნინო კომახიძე (9 გოლი) და ხაზის მოთამაშე მარიამ დვალიშვილი (8). თბილისელთაგან 7 გოლი გაიტანა ნანა ველიჯანაშვილმა. მეორე დღეს „აჭარა” დამარცხდა...
ცხინვალი უკან წავიდა
სულ რაღაც 4 წლის წინ, „ცხინვალი“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდა და რუმინულ „ბოტოშანს“ სტუმრად ფრეც გაუგორა, ახლა კი საქართველოს რანგით მესამე ლიგაში დაქვეითდა. ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურამდე, „ცხინვალს“ ადგილის შენარჩუნების და ფლეი ოფში თამაშის შანსი შერჩენოდა, თუმც „გაგრასთან“ უხვგოლიან დაპირისპირებაში 2:5 დამარცხდა, ფოთის „კოლხეთს“ ჩამორჩა და ლიგა 3-ში დაქვეითდა. პირველობა კი 3 ტურით...
წადი! – ითხოვს ხალხი
არსენალის ესპანელი მწვრთნელი უნაი ემერი, შესაძლოა, უახლოეს საათებში გაუშვან გუნდიდან. ბრიტანული პრესა წერს, რომ ემერის უკვე ყველა ფეხბურთელთან გაუფუჭდა ურთიერთობა და მას უკვე ვეღარ იტანენ… ხუთშაბათ საღამოს, აინტრახტთან ევრპა ლიგის 1:2 წაგებული შეხვედრისას ემირეითსის ნახევრადცარიელ სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს ხელში საპროტესტო ბანერები ეჭირათ, რომლებზეც Emery out (ემერი წადი) ეწერა. უმალ ყველას არსენ ვენგერის ბოლო წელიწადი გაახსენდა...
ჯაკა დარჩა გაცინებული
„არსენალის” ფანები გრანიტ ჯაკაზე ისედაც აჯაგრულები იყვნენ და როდესაც „აინტრახტთან” თამაშის შემდეგ დაინახეს, რომ შვეიცარიელი გერმანული გუნდის ფეხბურთელებს უცინის და ეხვევა, მთლად გადაირივნენ. მოგეხსენებათ, ჯაკას ბოლო ერთი თვეა „მეთოფეთა” შემადგენლობაში არ უთამაშია. ბოლო მატჩი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, სწორედ „კრისტალ პალასთან” შეხვედრა გახლდათ, როდესაც ფეხბურთელმა თავის ფანებს შეუკურთხა. ამას წინ გულშემატკივრის მხრიდან ლანძღვა-გინება უსწრებდა. მაშინდელი...
ისევ გადათქვა – კონორი ოქტაგონს უბრუნდება
მარჩიელობა საჭირო აღარ არის. დანა უაითმა, UFC-ის პრეზიდენტმა, საქვეყნოდ პოპულარულ ESPN-ს განუცხადა, რომ კონტრაქტზე ხელი მოწერილია. რაზე ან ვისზე ვსაუბრობთ? კონორ მაკგრეგორზე, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში ბევრი იხტუნავა, კარიერის დასრულებას ვეშურებიო, მაგრამ უმალ გადათქმაც მოასწრო, პაბებში გამოტყვრომა და სკანდალების მოწყობა, ხოლო ქუჩაში უცხო პირებზე თავდასხმა-ცემაც არ ითაკილა, რევანშის იმედად ჰაბიბ ნურმაგომედოვიც საჯაროდ არაერთხელ გამოლანძღა და...
პოჩეტინოს განცხადება
მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელობიდან მისი მოხსნის შესახებ საჯარო განცხადება გაავრცელა. მოგეხსენებათ, ჩრდილოლონდონურ კლუბში ხუთწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ არგენტინელი გაათავისუფლეს, ხოლო საქმე ჟოზე მოურინიუს გადაბარეს. მოულოდნელი მოხსნის ეფექტით დაზაფრულმა პოჩეტინომ ფეხბურთელებთან პირად დამშვიდობებაზე უარი თქვა, როგორც იტყვიან ქუდი დაიხურა და პირდაპირ გავიდა ოფისიდან, ახლა კი განცხადება გამოაქვეყნა. „ესპანიოლის”, „საუთჰემპტონის” და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ყოფილმა თავკაცმა დაწერა:...
დღეს რომ დავიღუპო, მაინც ბედნიერი ვიქნებიო… თითქოს ენამ უყივლა…
ბედის ირონიაც ამას ჰქვია… „შაპეკოენსე“ ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან ანუ სერია A-დან გავარდა. გუნდისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ამ უსიამოვნო და გულდასაწყვეტ ამბავს კი 28 ნოემბერს ოფიციალურად დაესვა ბეჭედი, მას შემდეგ, რაც „შაპეკოენსემ“, „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგო. სატურნირო ცხრილი და არითმეტიკა კი გვეუბნება, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „შაპეკოენსეს“ აღარაფერი ეშველება და სერია B-ში დაქვეითება გარდაუვალია....









