„ლივერპულმა” და „არსენალმა” ლიგის ანუ კარაბაოს თასზე ინგლისური შოუ მოაწყვეს: თავიდან „მეთოფეებმა” თავიანთ კარში შეაგდეს, მაგრამ ძალა მოიკრიბეს და სამი გაიტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა პენალტით შეამცირეს სხვაობა. შესვენების შემდეგ ისევ ჩრდილოლონდონელებმა გაიტანეს, რასაც „ლივერპულმა” ორით უპასუხა. ამას კვლავ სტუმართა გოლი მოჰყვა, მაგრამ მსაჯის მეოთხე წამატებულ წუთზე ორიჯიმ მაინც შეაგდო და შეხვედრა დასრულდა 5:5.
პენალტებში „ლივერპულმა” გაიმარჯვა — „არსენალს” „რეალისგან” იჯარით გადმოყვანილმა დანი სებალოსმა უმტყუნა. ასეთი გახლდათ მერვედფინალი.
ამრიგად, იურგენ კლოპის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ გერმანელი მწვრთნელი ამბობს, რომ მისმა გუნდმა ამ შეჯიბრებას შესაძლოა თავი დაანებოს. საქმე ის არის, რომ ლივერპულელებს მეოთხედფინალური შეხვედრა 16-22 დეკემბრის კვირაში უწევთ. ამავე პერიოდში კალენდარში ჩასმულია პრემიერლიგისა და კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები.
კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის განრიგი ასეთია: 18 დეკემბერს მერსისაიდელებს ნახევარფინალი აქვთ სათამაშო, სამ დღეში კი ფინალი ან მატჩი მესამე ადგილისთვის. მოგეხსენებათ, ეს ტურნირი ყატარში ტარდება.
„თუ მოხერხებულ თარიღს ვერ შეგვირჩევენ — შობა ღამის 3 საათს არ ვგულისხმობ — მაშინ უბრალოდ ვერ ვითამაშებთ. შემდეგ ეტაპზე ავტომატურად გავა მოწინააღმდეგე. საკუთარ თავს ლიგის თასს მსხვერპლად ვერ შევწირავთ. იმედია, დღესვე დაიწყებენ ფიქრს და ყველაფერი კარგად დალაგდება.
ეჭვი მაქვს, რომ პრემიერლიგის ბევრი თანამშრომელი ჩვენს თამაშს უყურებდა და „არსენალს” გულშემატკივრობდა”, — თქვა იურგენ კლოპმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/08/2026 | 08:08აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 17:12ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
