Breaking News

Day: October 9, 2019

კანფეტი გინდა?

დევიდ მოიესი, შესაძლოა, პრემიერლიგას და ყოფილ კლუბს დაბრუნდეს. შოტლანდიელი სპეციალისტის დასაქმებას „ევერტონი“ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის წინ, „კანფეტების“ ხელმძღვანელობამ ტრანსფერებში 100 მილიონი ევრო დახარჯა, ლივერპულური კლუბი 8 ტურის შემდეგ, პრემიერლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფება. ამ ყველაფერში კლუბის ხელმძღვანელობა მარკო სილვას ადანაშაულებს და პორტუგალიელს ბოლო შანსს აძლევს – თუ „ევერტონი“ 19 ოქტომბერს „ვესტ ჰემთან“ წააგებს, მხარეთა…

Read more

ღირსებისთვის

ერთი მატჩიც და დასრულდება საქართველოს მორაგბეთა ნაკრების იაპონური თავგადასავალი. ფიჯის ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის შედეგად ბორჯღალოსნებს სატურნირო მიზნები აღარც დარჩათ. თუმცა, თეორიული ვარიანტები ჯერაც არსებობს. თუ ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, შიზუოკას „ეკოპაზე“ ავსტრალიელებს დაამარცხებს, 2023 წელს, საფრანგეთის მსოფლიო თასსზე საკვალიფიკაციო ციკლის გვერდის ავლით მოხვდება. მაგრამ ბორჯღალოსნების მიერ „ვოლაბების“ ძლევის ალბათობა იმდენად მიზერულია და ისე უტოპიურად გამოიყურება,…

Read more

რატომ არ ითამაშებს მესი?

გახსოვთ სიტყვები: „ეჭვი არ არის, რომ ყველაფერი ბრაზილიისთვის კეთდებოდა. იმედი მაქვს, ვიდეორეფერი და მსაჯები ფინალში არ ჩაერევიან, რითაც პერუს წინააღმდეგობის გაწევის საშუალება მიეცემა, თუმცა მეეჭვება. მე არ მინდა ამ კორუფციის ნაწილი ვიყო. ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ უღირსობის ნაწილი, რომელსაც „კოპა ამერიკას” დღეებში გადავაწყდით. ჩვენ უფრო მეტისთვის უნდა მიგვეღწია, მაგრამ ფინალში ვერ გავედით. კორუფცია, მსაჯები…

Read more

სავსეა ცრემლთა შურისძიებით…

ყოველთვის თავჩახრილი, მშრომელი, პოზიტიური, ხმის არ ამწევი და ფეხბურთის თამაშზე უზომოდ შეყვარებული – ესაა ხავი მარტინესი. ბასკს ყველა ენდობოდა, იუპ ჰაინკესმა მის გადასაყვანად ყველაფერი გააკეთა, გვარდიოლას სადაც უჭირდა, მას ყველა პოზიციაზე ათამაშებდა, ისევე როგორც ანჩელოტი. გუნდიდან წასვლამდე, რაიფინიამაც ასე თქვა, ჰაინკესი და გვარდიოლა მენდობოდნენ, ნიკო კოვაჩი ვინ არის ძირითადში რომ არ მათამაშებსო. ხორვატს სხვა ხედვა…

Read more

არტური არ დაშავდება

23 წლის ბრაზილიელი არტურ მელო სინგაპურს გაემგზავრა, სადაც სელესაოს შემადგენლობაში სენეგალისა და ნიგერიის ნაკრებებს უნდა ეთამაშოს. არტური, მოგეხსენებათ, „ბარსელონას” ფეხბურთელია, რომელმაც სეზონი მძიმედ დაიწყო, მაგრამ თანდათან ფორმაში ჩადგა და უკვე ორი გოლიც შეაგდო. ესპანეთის ჩემპიონს კარგად ათამაშებული ფეხბურთელის ნაკრებში გაშვება არ უნდოდა, მაგრამ თავად ნახევარმცველმა ასე თქვა: „ბარსელონელების კარგად მესმის, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც სხვებისთვის,…

Read more

ე, ლიგა

ეროვნულ ლიგაში სულ 6 ტური დარჩა. ზოგი გუნდისთვის ეს 6 ფინალია. საქართველოს ჩემპიონატში პირველად შეიძლება მოხდეს, რომ უმაღლესში დაწინაურებული გუნდი პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდეს. ეს მსოფლიო ფეხბურთშიც იშვიათი მოვლენაა. ტოპ–ლიგებში ბოლოს ასეთი რამ 1999 წელს მოხდა, როცა ოტო რეჰაგელის „კაიზერსლაუტერნი“ ბუნდესლიგაში გადავიდა, დაიწყო და აღარ გაჩერდა. რა თქმა უნდა, არც ბუნდესლიგასა და ელიგას არ ვადარებთ,…

Read more

კომენდანტის საათი, ბორბლის ტრიალი და სამზარეულო

თუკი „მანჩესტერ სიტიში” საქმეები ცუდად წავა, პეპ გვარდიოლა გადაგდება, რაც  კლუბის თავმჯდომარემ ხალდონ ალ მუბარაქმა კარგად იცის, — წერს „სანი”. ფაქტია, მიმდინარე სეზონი „სიტიმ” მთლად კარგად ვერ დაიწყო და ამის მორიგი დასტური კვირას, „ვულვერჰემპტონთან” შინ 0:2 წაგება გახლდათ. შედეგად, „ქალაქელები” ლიდერ „ლივერპულს” 8 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ამჯერად სხვა რამეზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება. პეპ გვარდიოლამ…

Read more