ყოველთვის თავჩახრილი, მშრომელი, პოზიტიური, ხმის არ ამწევი და ფეხბურთის თამაშზე უზომოდ შეყვარებული – ესაა ხავი მარტინესი. ბასკს ყველა ენდობოდა, იუპ ჰაინკესმა მის გადასაყვანად ყველაფერი გააკეთა, გვარდიოლას სადაც უჭირდა, მას ყველა პოზიციაზე ათამაშებდა, ისევე როგორც ანჩელოტი. გუნდიდან წასვლამდე, რაიფინიამაც ასე თქვა, ჰაინკესი და გვარდიოლა მენდობოდნენ, ნიკო კოვაჩი ვინ არის ძირითადში რომ არ მათამაშებსო. ხორვატს სხვა ხედვა...
