
2019 წლის 30 ივლისი ოლე გუნარ სულშერის ოჯახის ისტორიაში განსაკუთრებულ თარიღად შევა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამხანაგური მატჩის გასამართად ნორვეგიულ „კრისტიანსუნდს“ ესტუმრა, რომლის აღზრდილიც გახლავთ ოლე გუნარ სულშერი.
შეხვედრის მთავარი მომენტი 85-ე წუთზე დადგა, როცა ნირვეგიელთა რიგებში შეცვლაზე ოლეს 18 წლის ვაჟი ნოა სულშერი შევიდა.
ოლე მინდვრის კიდესთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და ღიმილით შეაცილა შვილი დიდ ფეხბურთში. 5 წუთში ნოამ პოგბასთვის ბურთის ართმევა, ორი ორთაბრძოლის მოგება და რამდენიმე ზუსტი პასის გაკეთება მოასწრო.
ნამატჩევს ოლემ შვილზე თქვა: „ბოლო ორი წელი მძიმე ჰქონდა. რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. მიხარია, რომ ფორმაში შევიდა და ორი კვირის წინ ძირითად გუნდში გადაიყვანეს. 28 000 მყურებლის თვალწინ დებიუტი იოლი საქმე არ არის“.
მამისგან განსხვავებით, ნოა სულშერმა გამთამაშებელი საყრდენის პოზიცია არჩია და, როგორც ჩანს, სწორადაც.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
