Breaking News

Day: July 11, 2019

გიორგი ჩაკვეტაძე: ყაზახეთთან გოლმა გოლი შემაყვარა

გიორგი ჩაკვეტაძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ერთი დიდი საქმე უკვე გააკეთა: ვერის (კიროვყოფილი) პარკში, ბუკიას ბაღის საჭადრაკო მაგიდებთან, თბილისური ეზოების და სოფლის ბირჟებზე წლების წინ მინავლულ დისკუსიებს ქართული ფეხბურთის შესახებ დიდი ცეცხლი შეუნთო. მორიდებული სახის და მანერების ახალგაზრდამ ისევ დააბრუნა საქართველოში იმ ფეხბურთზე საუბრის ხალისი, რომელსაც პაიჭაძე, ბასა, მესხი, ყიფიანი და სხვები თამაშობდნენ. ჩაკვეტაძის დრიბლინგებმა,…

Read more

რა სჭირს ტოჩინოშინს?

ივლისის ბაშომდე რამდენიმე დღით ადრე ლევან გორგაძემ მხრის ტრავმა კი მიიღო, მაგრამ თავადვე თქვა, საშიში არაფერიაო და საკონტროლო შეხვედრებშიც მშვენივრად გამოიყურებოდა. ბაშო დაიწყო და ლევანმა ისეთ მეტოქეებთან წააგო, აქამდე უპრობლემოდ რომ გაჰქონდა დოჰიოდან. ზედიზედ ოთხი მარცხი ოძეკის ტიტულის მატარებელი ქართველისთვის კატასტროფული შედეგია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტოჩინოშინი ტურნირად მოხსნას გადაწყვეტს. ხუთშაბათს ჩვენეური დოჰიოდან მეორე მაეგაშირა…

Read more

იოსებიძის ქუჩიდან შერიფის განადგურებამდე

ბნელი 90-იანების მიწურულს, 1999 წლის 20 აგვისტოს, თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, 161-ე სკოლის ბაზაზე საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ დაარსდა. 16 წლის თავზე, „საბურთალომ“, ჭაბუკთა შორის შიდა თუ ევროსარბიელზე წარჩინებულად რომ გამოდიოდა, საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. სამ წელიწადში თბილისური გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. 9 ივლისს, „საბურთალო“ მოლდოვაში ჩაფრინდა…

Read more

მილიტაო პრეს-კონფერენციაზე ცუდად გახდა

იშვიათი რამ მოხდა „რეალის” პრეს-კონფერენციაზე, სადაც მადრიდული კლუბი 21 წლის ცენტრალურ მცველ ედერ მილიტაოს წარადგენდა. „პორტუსგან” 50 მილიონ ევროდ ნაყიდი ბრაზილიელი რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ცუდად გახდა. დეტალების მოყოლას აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი თანდართულ ვიდეოზე შეგიძლია ნახოთ. ფაქტია, რომ ფეხბურთელმა ოფიციალური პრეზენტაცია შეწყვიტა. შესაძლოა, მილიტაოს ცუდად გახდომა მგზავრობისა და გადაღლის ბრალი იყო. მოთამაშე…

Read more

მოიგო და ალალია

გიო ჩაკვეტაძემ ბოლო ერთ წელიწადში ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგის გული მოიგო. ჰოდა, სპორტულმა ჟურნალისტებმაც ის გააპირველეს. ამ ასაკში საუკეთესოობა გიო ქინქლაძის მერე არავის რგებია. „სარბიელმა“ დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულ პარტნიორ „ლიდერბეთთან“ ერთად კიდევ ერთი მეგობრის – „ბეარ თაიმის“ ტერიტორიაზე გამართა. გიორგი ჩაკვეტაძე მოკრძალებული ბიჭია და უნდა გენახათ რა სახე ჰქონდა, როცა პირველობას პირველი მწვრთნელი თამაზ კოსტავა,…

Read more

პასები, პასები, პასები ჩქარა!

ესეც ფრენკ ლემპარდის პირველი მატჩი „ჩელსის” მწვრთნელის რანგში. დასავლეთ ლონდონელებმა ირლანდიურ „ბოჰემიანსთან” 1:1 ითამაშეს. ლემპარდის შეგირდთაგან ანგარიში მიჩი ბატშუაიმ გახსნა, მაგრამ „ბოჰემიანსში” გასინჯვაზე მყოფმა ერიკ მოლოიმ ბოლო წუთებში გაათანაბრა. ლემპარდმა შესვენებისას 11 ფეხბურთელი შეცვალა. ვინც ხელთ ჰყავდა, ყველას შეავლო თვალი, მათ შორის 17 წლის ჰოლანდიელ იან მაატსენს. „ჩელსის” საიტზე მატჩის გარჩევა გუნდის ყოფილმა ფორვარდმა ჯიმი…

Read more