პრო დე2-ის 27-ე ტურში მირიან ბურდულის „კარკასონმა“ ვაჟა კაპანაძის „ბრესანს“ უმასპინძლა და 45:10 გაანადგურა. მასპინძლებმა 7 ლელო მიითვალეს, რომელთაგან ბოლო საკუთარ ანგარიშზე ბურდულმა ჩაიწერა.
57 წუთზე თამაშში ჩართულმა მარჯვენა ბურჯმა 74-ე წუთზე კარკასონელთა სწრაფი და ეფექტური შეტევა ბურთის ატაცებით, ბრესანელთა ლელოში შერბენითა და ძელებსშუა დამიწებით დააგვირგვინა. ეს იყო 28 წლის ქართველის პირველი ლელო მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-20 მატჩში. მისმა გუნდმა კი პრო დე2-ში დარჩენის ამოცანა პრაქტიკულად შეასრულა.
რაც შეეხება „ბრესანს“, ეს გუნდი ბოლოსწინა, მე-15 საფეხურზეა და ფედერალ 1-ში დაქვეითების რეალური კანდიდატია.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 15:50სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 00:31ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს
სიახლეები18/07/2026 | 20:56იმედგაცრუება
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 21:27ბოლო აკორდი – კუნძულელებთან
