არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ საიტებზე. იქ მიმდინარეობს ცნობილი ტურნირი „ვიარეჯოს თასი“, რომელშიც მონაწილეობდა „ნორჩი დინამოს“ ასაკობრივი გუნდი, რომლის მწვრთნელი გახლავთ ირაკლი შენგელია.
თბილისელებმა ჯგუფში სამივე თამაში წააგეს: იტალიურ „ტორინოსთან“ 1:7, ბრაზილიურ „ატლეტიკო პარანაენსესთან“ 1:4 და ბოლოს იტალიურ „რიეტისთან“ – 1:5.
გაირკვა, რომ საეჭვოდ დიდი თანხები შესულა სამივე შეხვერის ქართველთა ჰანდიკაპით წაგებაზე. როგორც თამაშების წინ, ასევე Live–ზე. განსაკუთრებით წამოსულა ფსონები აღმოსავლეთ ევროპიდან და ჩინეთიდან. ვნახოთ, ალბათ რაღაც–რაღაცეები გაირკვევა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
