დღე: მარტი 18, 2019

Home 2019 მარტი 18 (ორშაბათი)
ორი შეპარვის ამბავი…
ჩანაწერი

ორი შეპარვის ამბავი…

სოციალური ქსელი აჭრელებულია მავანი ინგლისელი ფანის, ენდრიუ სვიფტის ისტორიით, ვინაც დამლაგებლის ფორმაში გადაცმული შეიპარა ბაიერნი – ლივერპულის ჩემპიონთა ლიგის მატჩის არენაზე… ჩვენ კი „ალიანც არენაზე“ შეღწევის უფრო თამამ და ერთი შეხედვით დაუჯერებელ ამბავს მოგიყვებით, რომლის მთავარი გმირიც ამსტერდამში მცხოვრები ჩვენებური ჯეელი გახლავთ. ფაქტია, ენდრიუს და ქართველის საქციელები შექმნილი ვითარებით იყო გამოწვეული, ორივე მათგანი სასურველ მატჩზე...

კუპატაძე: super!
ჩანაწერი

კუპატაძე: super!

ლაზარე კუპატაძე რომ საქართველოს ჩემპიონ „საბურთალოდან“ ლუქსემბურგის „ჟენესში“ გადავიდა, ეს გეცოდინებათ. კუპატაძეს გასულ ტურში ჰქონდა დებიუტი და თანაც, ლუქსემბურგის საუკეთესო კლუბთან – ლევან ყენიას „დუდელანჟთან“. 0:3 წაგების მიუხედავად, კუპატაძეს ბევრი ქება ხვდა წილად. ურთულესი ბურთები მოიგერია და რომ არა მისი სეივები, „ჟენესი“ არასაფეხბურთო ანგარიშით დამარცხდებოდა. კუპატაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ჩვენი იქაური კოლეგები კი წერენ,...

ამბავი იტალიიდან: დიდი ფული ქართული გუნდის წაგებებზე
ჩანაწერი

ამბავი იტალიიდან: დიდი ფული ქართული გუნდის წაგებებზე

არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ საიტებზე. იქ მიმდინარეობს ცნობილი ტურნირი „ვიარეჯოს თასი“, რომელშიც მონაწილეობდა „ნორჩი დინამოს“ ასაკობრივი გუნდი, რომლის მწვრთნელი გახლავთ ირაკლი შენგელია. თბილისელებმა ჯგუფში სამივე თამაში წააგეს: იტალიურ „ტორინოსთან“ 1:7, ბრაზილიურ „ატლეტიკო პარანაენსესთან“ 1:4 და ბოლოს იტალიურ „რიეტისთან“ – 1:5. გაირკვა, რომ საეჭვოდ დიდი თანხები შესულა სამივე შეხვერის ქართველთა ჰანდიკაპით წაგებაზე. როგორც თამაშების წინ,...

ქართველი ბობოლებს დაერია
ჩანაწერი

ქართველი ბობოლებს დაერია

ტოჩინოშინმა ხაცუ ბაშოზე სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გამოისწორა. სუმოს სუპერტურნირების სპეციფიკა ისეთია, რაც უფრო ტიტულოვანია რიკიში, მით უფრო ტიტულოვან მეტოქეებთან უწევს შერკინება ანუ, რიგითი მაეგაშირების ძლევით მწვერვალზე ასვლა ადვილია, იქ ადგილის შენარჩუნება კი გაცილებით ძნელი. მოკლედ, ოძეკი ტოჩინიშინისთვის ბაშოს მეორე ნახევარში ტიტანებთან ჭიდილის დრო დადგა. აქედან პირველი სიოდაი იყო, ვისთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი ჰქონდა. დაჯახების შემდეგ...

ბოლნისური ვნებანი
ჩანაწერი

ბოლნისური ვნებანი

ჩემპიონი „საბურთალომ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული ჩემპიონია. სეზონის სტარტზე ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოიგო და საკმაოდ დაშორდა კონკურენტებს. თუმცა, „ტორპედოსთან“ ასეთი იოლი გამარჯვება ცოტა უცნაური იყო. ერთმანეთს ხომ დღეისათვის საქართველოს ორი საუკეთესო გუნდი ხვდებოდა. შანსები თანაბრად განიხილებოდა და ზოგი ქუთაისელებსაც კი ანიჭებდა უპირატესობას. მაგრამ ღირსეული დუელი არ გამოვიდა. უკვე 26-ე წუთისთვის თბილისელები 3:0 იგებდნენ და...

სარიმ ვერ გაიგო რატომ წააგო
ჩანაწერი

სარიმ ვერ გაიგო რატომ წააგო

მაურიციო სარი „ჩელსის” „ევერტონთან” გუშინდელ დამარცხებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. დასავლეთ ლონდონელთა იტალიელი მწვრთნელი ამბობს, რომ წაგება მთლიანად ფეხბურთელების ბრალია. ვერ გავიგე შესვენების შემდეგ თამაში რატომ შეწყვიტესო. რაც 2019 წელი დადგა, სარის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ” 10 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო. „ნაპოლის” ყოფილი თავკაცის ხელში „ლურჯები” სტაბილურად ვერ თამაშობენ და დიდი შანსია, რომ მომავალ ჩემპიონთა ლიგაშიც ვერ მოხვდნენ....

ოსპინამ გონება დაკარგა
ჩანაწერი

ოსპინამ გონება დაკარგა

„ნაპოლის” კოლუმბიელმა მეკარემ დავიდ ოსპინამ „უდინეზესთან” შეხვედრის დროს გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. 30 წლის გოლკიპერი „არსენალს” ეკუთვნის, იტალიაში კი იჯარით თამაშობს. მსაჯმა თამაში პირველი ტაიმის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე შეაჩერა, როდესაც „ნაპოლის” საჯარიმოსთან შეჯგუფულმა ფეხბურთელებმა ანიშნეს, რომ მეკარე წაიქცა და სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. ოსპინას კოლაპსის მიზეზი სავარაუდოდ, ცოტა ხნით ადრე „უდინეზეს” თავდამსხმელ იგნასიო...

როგორ დაიპყრეს ქართველებმა მსოფლიო
ჩანაწერი

როგორ დაიპყრეს ქართველებმა მსოფლიო

1961 წელს მიწისძვრა მოხდა: 21 წლის ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონი, რუსი ელისაბედ ბიკოვა ერთი ხელის მოსმით ჩამოაგდო ტახტიდან და ახალი მოდის დამკვიდრება დაიწყო: იმ დღიდან ქალთა სვლებს 64 უჯრაზე მამაკაცებმაც მომეტებული პატივისცემით ჭვრეტა დაუწყეს და მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან პაექრობისას გონების წესიერად დაძაბვა იკადრეს. ჩვენმა საჭადრაკო მანქანამ 30 წელიწადი უზადოდ იმუშავა. ამ ხნის მანძილზე...