ძნელი ასახსნელია, მაგრამ ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა. ამჯერად ქართველმა ვერაფერი დაუპირისპირა კომუსუბი ჰოკუტოფუძის. მეტოქემ ძალისმიერი მიწოლით განდევნა ლევან გორგაძე დოჰიოდან. ეს სამ ბრძოლაში მისი მეორე მარცხია, ფეხის დაცდენის უფლება კი სულ უფრო ნაკლები რჩება.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება. ჩვენებურს მასთან სამი გამარჯვება კი აქვს მოპოვებული, მაგრამ ორჯერ თავადაც დამარცხებულა. ბაშოს სტარზე 1:2 ბალანსი კატასტროფა არ არის, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ვეღარც ლევანის საფირმო ჩავლებებს ვხედავთ და ვეღარც დოჰიოდან გატანილ მეტოქეებს.
თუმცა იმედის უფლება ჯერ კიდევ გვაქვს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
