– ცხვირი გავს? – მგონი, გავს… – ნიკაპი? – ნიკაპიც… – აბა, რას მერჩით, ბატონო?! …პაუზა – არაა, ეგ მაინც არაა ჩემი სიდედრი… მომკალით და არაა ჩემი საქართველოს ნაკრები ის გუნდი, ესტონეთთან რომ წააგო. განა მეტოქეს არ ვცემ პატივს, მაგრამ საქართველოს ნამდვილ ნაკრებს ესტონელებისთვის „ბურთი თავზე გადავახიეთ“ ფორმატში უნდა მოეგო. რომელია ნაღდი საქართველოს ნაკრები? აგერ,...
პეპ, ეს, პეპ, ის…
20 თებერვალს ლეგენდარულ ვიმ ვან ჰანეგემს 75 წელი შეუსრულდა. ყოჩაღი მოხუცია. გოლფს თამაშობს, მანქანით მოგზაურობს და ნათელ, არაორდინალურ აზროვნებას ინარჩუნებს. მანქანაში რადიოს უსმენს. ეს რადიო BNR-ია, მხოლოდ ახალი ამბების არხი. „მე ახალ ამბებს ვუსმენ და არა ადამიანებს. ჩვენს დროში მავანნი ისე გაიწაფნენ რადიო-ტელევიზორებში საუბარში, რომ ტაქტი სულ დაკარგეს და სხვებს ფიქრს აღარ აცლიან. არ მინდა...
პრემიერლიგა ნიორწყალში
ფიქრობთ ვშაყირობთ? პარასკევს „ოლდ ტრაფორდის“ ახლოს ჩამვლელნი ნივრის მძაფრმა სუნმა შეაწუხა. ცრუმორწმუნეებმა ისიც თქვეს, „ლივერპულთან“ პრინციპული მატჩის წინ მანკუნიანელები ავ სულებს დევნიან ან მეტოქეს ჯადოს უკეთებენო. ყველაფერი გაცილებით პროზაულადაა: უკვე 5 წელია, „მანჩესტერის“ მთავარი აგრონომი ყოველი მატჩის წინ და შემდეგ მოედანს ნიორწყალის ხსნარით რწყავს. 1 ლიტრი კონცენტრირებული ნიორწყალი 24 ლიტრ წყალში იხსნება და გრუნტი მუშავდება....
ქირიამ მსოფლიო გაასამა
მსოფლიოს ჩემპიონობა სპორტის რაგინდარა სახეობაში უდიდესი საქმეა. კიკბოქსინგი ზეგამძლე და ზეძლიერი კაცების სპორტია და აქ მწვერვალზე ასვლა გაცილებით ძნელია. ახლა თავად განსაჯეთ, რა ემოციები დაეუფლა დავით ქირიას, რომელმაც დღეს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მასპინძლებს მათივე ჯილა ფენ შინგ ლი გაულახა და მსოფლიოში უპირველესის ტიტულს უკვე მესამედ დაეუფლა. დავით ქირია 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის...
გიჟმაჟი პოგბა და დიდი ჯახი
„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის აზრით პოლ პოგბამ თავი კრიტიკოსების სამიზნედ თავისი ცხოვრების წესის გამო აქცია. ჟოზე მოურინიუს დროს, როდესაც ფრანგი მოედანზეც ვეღარ ბრწყინავდა, მისი ექსტრავაგანტური ცხოვრება ფანების, მიმომხილველების და თავად პორტუგალიელი მწვრთნელის დაუსრულებელი განხილვის საკითხი გახლდათ. ის წარამარა იცვლიდა ვარცხნილობას, ხმამაღალი განცხადებებით აქტიურობდა სოციალურ ქსელებში და ამ ყველაფერთან ერთად, როგორც უკვე ვთქვით, ვერც...




