MLS -ის „ლოს ანჯელეს გალაქსის“ შვედ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ენა არასოდეს უგვალავდა და მწარე-მწარე გამონათქვამების გამო არაეთხელ გამხდარა სპორტული მედიის უპიველესი ნიუსმეიკერი…
აგერ, ცინცხალი მაგალითიც. ზლატანმა კომენტარი გააკეთა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე: „ახლა ხომ გასაგებია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ლეო მესის „ოქროს ბურთს” რეალურად არა კრიშტიანუ რონალდუ, არამედ „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ეცილებოდა. აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ისევ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გამხდარიყო.“
ხორვატიის ნაკრებისა და ესპანური სამეფო კლუბის ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის საუკეთესოდ აღიარებამ ბევრის გაოცება გამოიწვია, მაგრამ კრიშტიანუს ოჯახის წევრებს თუ არ ჩავთვლით, ამგვარი მკვეთრი განცხადება არავის გაუკეთებია.
იბრაჰიმოვიჩის სიტყვა გუშინ ლა ლიგაში ლეოს მიერ შესრულებული მორიგი ჰეთ-თრიქის ფონზე გავრცელდა და შესაძლოა, ამხელა ექო ამიტომაც გამოიწვია.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?